ამ თარიღებში დაბადებული ქალების ცხოვრება ოქტომბერში მნიშვნელოვნად შეიცვლება

ასტროლოგიური პროგნოზი

დაბადების თარიღს ადამიანზე ბევრი რამის თქმა შეუძლია. მეტიც, ნუმეროლოგები კონკრეტული თარიღების მიხედვით, სამომავლო პროგნოზსაც კი აკეთებენ და დაბადების თვისა და რიცხვის გათვალისწინებით, აღნიშნავენ, რა გველოდება დროის კონკრეტულ მონაკვეთში. სპეციალისტებმა 2024 წლის ოქტომბრისთვისაც შეადგინეს პროგნოზი და დაასახელეს იმ ქალების დაბადების თარიღები, რომლებსაც მიმდინარე თვის განმავლობაში წარმატება და იღბალი ელის:

დაბადების რიცხვი - 2
ნუმეროლოგიაში ორს მრავალი მნიშვნელობა აქვს. ის არა მხოლოდ ორმაგ არჩევანს ასახავს, არამედ ბალანსს, ნდობასა და პარტნიორობას განასახიერებს. როგორც წესი, 2 რიცხვში დაბადებული ქალები ბევრად გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანები არიან და მოვლენების წინასწარ განჭვრეტის უნარიც აქვთ. როგორც ნუმეროლოგები ამბობენ, 2 რიცხვში დაბადებულ ქალებს 2024 წლის ოქტომბერში წინსვლა, ბევრი ახალი შესაძლებლობა და პირად ცხოვრებაში წარმატებები ელოდებათ.

დაბადების რიცხვი - 6
6 რიცხვში დაბადებული ქალები საოცრად დახვეწილი, რომანტიკული, მშვიდი ადამიანები არიან. როგორც ნუმეროლოგები ამბობენ, ოქტომბერი მათთვის ერთ-ერთი ყველაზე აყვავებული და საინტერესო პერიოდი იქნება. მთელი თვის განმავლობაში სასიამოვნო ატმოსფერო, ახალი შესაძლებლობები, თვითგანვითარებაზე ზრუნვა და თავდაჯერებულობის მომატება მოგცემთ შანსს, რომ დაწინაურდეთ და მიზნებს მიაღწიოთ. ასევე, თუ მარტოხელა ხართ, მიმდინარე თვის განმავლობაში შესაძლოა, შეხვდეთ მამაკაცს, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.

 დაბადების რიცხვი - 12
ამინდის გაუარესებისა და ხშირი წვიმების მიუხედავად, აღნიშნულ რიცხვში დაბადებული ქალები თვის განმავლობაში საოცარ ძალასა და შინაგან რწმენას იგრძნობენ, რაც თითოეულ მათგანს მისცემს შესაძლებლობას, გაბედონ ის, რასაც დიდი ხანია, ვერ ბედავენ, მაგრამ მთელი გულით სურთ... ასევე, პირად ცხოვრებაში ცვლილებების დასაგეგმავად შესანიშნავი დროა... ვრცლად