ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, ამ კვლევამ, ასე ვთქვათ, სარკეში ჩაახედა და დაინახეს, რომ რანაირი რეიტინგი არ აქვთ - ალექსანდრე რაქვიაშვილი

ალექსანდრე რაქვიაშვილი

IRI-ის კვლევასთან დაკავშირებით, კვლავ პოლიტიკური შეფასებები კეთდება. საუბარია კვლევაზე, რომლის თანახმადაც, გავრცელებული არაოფიციალური მონაცემებით, მმართველ გუნდს მაღალი მხარდაჭერა აქვს, ხოლო ოპოზიციური პარტიების ჯამური მაჩვენებელი მინიმალურია.

"თავისუფალი ხალხის პარტიის" სათათბიროს წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ IRI-ის კვლევამ ოპოზიციის რეალური მდგომარეობა და მცირე რეიტინგები გამოაჩინა.

"ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ამ კვლევამ, ასე ვთქვათ, სარკეში ჩაახედა და დაინახეს, რომ რანაირი რეიტინგი არა აქვთ. ეს მოსალოდნელი იყო რაღაც გაგებით. ჩვენთვისაც შეიძლება არ იყო ძალიან სასიამოვნო კვლევა ამ გადმოსახედიდან, მაგრამ ჩვენ მინიმუმ რეიტინგი მაინც არ დაგვივარდა და ვიღაცები უბრალოდ გაქრნენ პოლიტიკური ველიდან. ამიტომ, მესმის რომ ზოგს არ მოეწონა ის შედეგები, რაც დაინახეს. საბოლოო ჯამში, ალბათ IRI-ს გასაკეთებელია კომენტარი კვლევაზეც და ვის რატომ გაუგზავნეს", - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

პარტიების რეიტინგები არაოფიციალურად სოციალურ ქსელში გავრცელდა. კვლევის მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1 ან 2 პროცენტი აქვთ, ყველას ერთად კი 16 პროცენტი. ქართული ოცნების შედეგი ალოკაციის გარეშე 36 პროცენტია, ალოკაციით კი 55. 

✕