1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში მთვარის დაბნელების შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ასტროლოგიით დაინტერესებულ ადამიანებს საჭირო რჩევებს უზიარებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამ პერიოდში.
„დღეს, 18 სექტემბერს მთვარის დაბნელება გვაქვს (სავსემთვარეობა თევზების 26 ე გრადუსზე).
ამ ღამით არ ვმუხტავთ არაფერს.
პირველ რიგში, დაასუფთავეთ თქვენი სივრცე, გახსოვდეთ, რომ ენერგიების წმენდა იწყება საკუთარი სივრცის, განსაკუთრებით კი საძინებლის მოწესრიგებით.
ჩაატარეთ ენერგეტიკული წმენდა, როგორც ჭურჭელი საჭიროებს გარეცხვას პერიოდულად, ასევე ჩვენც გვჭირდება სხვადასხვა ფიზიკური თუ ენერგეტიკული "ჭუჭყისგან" გათავისუფლება.
წმენდები შეგიძლიათ ჩაატაროთ სტიქიების გამოყენებით, დაფნის ფოთლების, სხვადასხვა სიმბოლოების, მინერალური ქვების გამოყენებით, პროგრამული თუ ჩვეულებრივი სანთლებით, არომა ჩხირებით და ძალიან ეფექტურია ზარების გამოყენება! გაუშვით ცხოვრებიდან ყველაფერი რაც გაბრკოლებთ.
გააანალიზეთ და გათავისუფლდით იმ პროგრამებისგან რომელიც გზღუდავთ მატერიალურ კეთილდღეობაში, პირად ბედნიერებაში, კარიერულ წარმატებაში.
იმუშავეთ თვითშეფასებაზე, რადგან სწორედ ამით იწყება და სრულდება ყველა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული სფეროს კორექცია.
p.s. აქვე შეგახსენებთ, რომ დიდი ნეგატიური პროგრამებისგან გათავისუფლებისთვის საჭიროა პროფესიონალის დახმარება, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ.
დაბნელების დერეფანი (18 სექტემბრიდან - 2 ოქტომბრამდე) შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის.
უპირატესობა მიანიჭეთ წმენდებს, (რადგან ამგვარად თქვენ თავისუფლდებით დესტრუქციული პროგრამებისგან და საშუალებას აძლევთ თქვენს გონებას, სხეულს, ენერგეტიკას გამოამჟღავნოს თავის სრული პოტენციალი.) და თქვენი სასურველი რეალობის შექმნას.
იყოთ ბედნიერი და წარმატებული ეს მხოლოდ თქვენი არჩევანია, არჩევანი, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობასა და პოზიტიურ აზროვნებას მოიაზრებს, სწორედ საკუთარ თავზე მუშაობისთვის არის ბრწყინვალე ეს პერიოდი.
ჩათვალეთ რომ თქვენი აზრები არის ფერადი კალამი, რომლითაც სამყაროს ცის კაბადონზე შეგიძლიათ "დახატოთ" თქვენთვის სასურველი ცხოვრება“, - წერს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი.