19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის მე-19-20 დღე. დილიდან გვიან საღამომდე, კარგი დღეა კომუნიკაციისთვის. მთვარე და მერკური ხელს შეუწყობს სასიამოვნო და მნიშვნელოვან საუბრებს, მაგრამ არ იჭორაოთ, ეს პრობლემებს შეგიქმნით. აუცილებელია დასვენება. 

ვერძი

ნუ დაარღვევთ წესებს და კანონით გათვალისწინებულ ნორმებზე მაღლა ნუ დააყენებთ საკუთარ თავს და გახსოვდეთ, დასვენება მაშინაც აუცილებელია, როცა ერთდროულად ბევრი საქმეა გასაკეთებელი.

კურო

ნუ დაკარგავთ ობიექტურობისა და სამართლიანობის გრძნობას და გაითვალისწინეთ სხვების ინტერესებიც. აუცილებელია დასვენება.

ტყუპები

შესაძლოა, საყოფაცხოვრებო ტექნიკამ პრობლემები შეგიქმნათ და გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. ემოციურ მდგომარეობას და განწყობას სუფთა ჰაერზე გასეირნებით და ბუნებასთან კონტაქტით გაიუმჯობესებთ.

კირჩხიბი

პარტნიორულ ურთიერთობებში დიდი წარმატება გელოდებათ. დაისვენეთ, ახლა ეს ძალიან გჭირდებათ.

ლომი

პოზიტიური განწყობისთვის სასიკეთო იქნება მედიტაცია და იოგა. გააკონტროლეთ ემოცია, დაისვენეთ და გარე მოვლენები თქვენს სიმშვიდეს ვერანაირად დაარღვევს.

ქალწული

ერიდეთ ზედმეტ გადაღლას, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. მოერიდეთ ექსტრავაგანტურ იდეებს. მაქსიმალურად გამოიყენეთ დასვენებისთვის უქმე დღე.

სასწორი

არის ალბათობა, მეტად საინტერესო იდეა გაგიჩნდეთ, რომელიც დაგეხმარებათ მატერიალური მდგომარეობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.

მორიელი

გააანალიზეთ განვლილი გზა და ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს. არის ალბათობა, გაიგოთ რაღაც ახალი და მოულოდნელი.

მშვილდოსანი

დიდი ალბათობით, მოულოდნელ საჩუქარს მიიღებთ, ასევე, შესაძლოა, სანდო წყარომ მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდოთ და დიდი შესაძლებლობების წინაშე აღმოჩნდეთ.

თხის რქა

გამოიჩინეთ სიფრთხილე და ნუ იქნებით შემთხვევების იმედად, გაუგებრობები თვითონ უნდა მოაგვაროთ და ზოგჯერ პოზიციაც უნდა დათმოთ, მიზნის მისაღწევად.

მერწყული

მოაწესრიგეთ თქვენი პირადი სივრცე, იზრუნეთ ახლობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, დააკონკრეტეთ თქვენი მიზნები, დაალაგეთ თქვენი აზრები გონებაში და მეტი პოზიტივი შეიტანეთ პირად ცხოვრებაში.

თევზები

გამოიჩინეთ სიმტკიცე ნებისმიერ ვითარებაში და იყავით ის, ვინც ხართ. შესაძლოა, საჭირო გახდეს ცვლილებების შეტანა თქვენს ცხოვრებაში. განეწყვეთ ოპტიმისტურად.