„აიღეთ თასი, აავსეთ სუფთა წყლით“ - ასტროლოგი ხუთშაბათ დღეს ჩასატარებელ რიტუალს გვიზიარებს

სიუხვის თასი

astrologia.ge-ს ფეისბუქ-გვერდი გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს რჩევებს და რიტუალებს.

ამჯერად სოციალურ ქსელში ხუთშაბათი დღის რიტუალს გვიზიარებს, რომელსაც „სიუხვის თასს“ უწოდებს:

პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

„იუპიტერის რიტუალი: „სიუხვის თასი“

რადგან ხუთშაბათია და მთვარე კირჩხიბშია, გირჩევთ:
აიღეთ ლამაზი თასი, აავსეთ სუფთა წყლით და ჩააგდეთ მასში ვერცხლისფერი მონეტა. დადგით ფანჯარასთან და თქვით: „როგორც ეს თასი ივსება წყლით, ისე ივსება ჩემი სახლი და ცხოვრება სიუხვით, სიყვარულით და იღბლით. იუპიტერო, დალოცე ჩემი გზა!“.

საღამოს ეს წყალი დაასხით ოთახის მცენარეს. მონეტა შეინახეთ საფულეში როგორც ფულის მაგნიტი ან უყიდეთ თქვენს თავს ტკბილეული.

რატომ მუშაობს: იუპიტერი მართავს ზრდას, კირჩხიბი კი – წყალს და ნაყოფიერებას. მათი ენერგიის გაერთიანება დღეს რეალურ "ზრდის კოდს" ქმნის თქვენს ცხოვრებაში“,- ვკითხულობთ პოსტში.