„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის ინფორმაციით, ყველა ქმედება, სიტყვა ადამაიანს ბუმერანგის სახით უკან უბრუნდება, რაც შემდეგში მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება და ორგანიზმს ნეგატიურ დაღს ასვამს.
შესაბამისად, ადამიანებმა საკუთარი თავები ხელში უნდა აიყვანონ და კონტროლი დაუწესონ.
ნახეთ თვისებები, რომლებიც ამა თუ იმ დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს:
აგრესია, ძალაუფლების გადამეტება და ბრაზი - ადამიანში თავის ტკივილებს, სისხლძარღვოვანი სისტემის მოშლას, შიდა გრძნობათა ორგანოების, მათ შორის ყელ-ყურ, ცხვირის სისტემის მთლიანად მოშლა. ადამიანი ხშირად ვერ გრძნობს, რომ იმ ბრაზმა და აგრესიამ უკუპასუხი გამოიწვია. ეს თვისებები მეტ-ნაკლებად ზოდიაქოს ყველა ნიშანს აქვს, მაგრამ ცეცხლის ნიშნები უფრო გამოირჩევიან - ვერძი, მშვილდოსანი, ლომი, მორიელიც კი, გაცილებით უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე სხვა დანარჩენი.
სიჯიუტე, ქურდობისადმი მიდრეკილება, ერთგულების დარღვევა, ანუ ღალატი - ეს ყელის დაავადებებს იწვევს, ენდოკრინული სისტემის მოშლას, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაკარგვას, სწორი ნაწლავის ფუნქციის დაკარგვას, ამას ხშირად ადამიანი ვერც აცნობიერებს. კი კარგია ექიმი, წამლები, მაგრამ ამ დაავადებების გამომწვევი თვისებები უნდა აღმოვფხვრათ. სიჯიუტე მერწყულს ახასიათებს, კუროს, მორიელს, ლომს, ზოგჯერ ჯიუტდება მშვილდოსანი, თხის რქაც.
ტყუილებისადმი მიდრეკილება, ჭორები, ინტრიგები - ეს სასუნთქი გზების პრობლემას იწვევს - ბროქნების სისტემის მოშლა, ხელების და მხრების დაავადებები.
ეჭვიანობა, შინაგანი კომპლექსები - ეს თვისებები კუჭ-ნაწლავის ზონის დაავადებას იწვევს. ქალებთან მიმართებაში - მკერდი.
ზედმეტი სიამაყე, გადამეტებული ეგოიზმი, ძალაუფლებისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება - ეს თვისებები გულ-სისხლძარღვთა სისტემას ურტყამს. აქედან იწყება ინფარქტი. ეს თვისება აქვთ ლომებს, ვერძებს, მორიელებს.
უსაქმურობა, ცინიზმი, სიტყვის გატეხვა - ეს თვისებები ნაწლავთა სისტემას შლის. აქ განსაკუთრებით ფრთხილად ქალწულები და თხის რქები უნდა იყვნენ.
სხვისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევის ტენდენცია, ორმაგი თამაში სხვებთან მიმართებით - ეს თვისებები თირკმელებზე ძალიან ცუდად მოქმედებს, ასევე ენდოკრინულ სისტემაზე და ყელის ზონაზე. სასწორი, ტყუპები, თევზები - ეს სამი ნიშანი ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.
ბოღმა, წყენა შური, სამაგიეროს გადახდის სურვილი - შარდ-სასქესო სისტემის მოშლას იწვევს. ამ დროს ადამიანს პრობლემები ექმნება წმინდა სექსუალური კუთხით და მას აქვს სხვა მიდრეკილებები, გადახრები. მორიელი, მშვილდოსანი წინა პლანზე წამოვწიოთ.
სარკაზმი, ცხოვრების დრამატიზების უნარი, როცა ადამიანს აკლია სიხარული - ხდება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მოშლა. აქ საჭიროა მეტი ოპტიმიზმი, მეტი იუმორი.
დიქტატორული ტენდენციები, ქედმაღლური თვისებები ხასიათში - ურტყამს ძვლოვან სისტემას, სახსრებს, მუხლებს, ეხებათ ეს პირველ რიგში, თხის რქებს.
სულსწრაფობა, თავისუფლების შეზღუდვა სხვებისადმი, მეგობრული ღალატი - ეგრევე ნერვული სისტემის მოშლას იწვევს, უძილობასა და მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
შიში, დეპრესია, ცუდი აზრები, შფოთვები, მკვლელობა - ეს იწვევს ენდოკრინული სისტემის მოშლას, მხედველობის მოშლას, ლიმფური სისტემის მოშლას, ნერვულ აშლილობას და იწვევს ნარკომანიისა და ლოთობისადმი მიდრეკილებას.