9-15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვენერა

ნოემბრის მეორე კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის სიახლეების, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და ურთიერთობების გადაფასების პერიოდია. 9 ნოემბერს მორიელის ნიშანში ახალმთვარეობაა, რომელიც ასტროლოგიური ინტერპრეტაციით, ახალი მიზნების დასახვასა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ცვლილებების დაწყებას უკავშირდება. კვირის მეორე ნახევარში კი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური სიახლეებია მოსალოდნელი: 13 ნოემბერს მერკური, 14 ნოემბერს კი, ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას დაასრულებს. ამან შესაძლოა, ურთიერთობებსა და საქმიან საკითხებში არსებული გაურკვევლობების თანდათანობით მოგვარებას შეუწყოს ხელი.

ნახეთ, რას უნდა ელოდოს 9-15 ნოემბრის კვირაში ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელი:

ვერძი
კვირის დასაწყისში ყურადღება ფინანსურ საკითხებსა და საერთო ვალდებულებებზე გამახვილდება. შესაძლოა, მოგიწიოთ ბიუჯეტის გადახედვა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. პირად ცხოვრებაში ძველი გაუგებრობების მოგვარების შესაძლებლობა გამოჩნდება, მარტოხელა ვერძებს კი ახალი ნაცნობობა ელოდებათ. სამსახურში ინიციატივის გამოჩენა და ახალი იდეების განხორციელება წარმატებას მოგიტანთ.

კურო
 
ამ კვირაში განსაკუთრებული მნიშვნელობა პარტნიორულ ურთიერთობებს მიენიჭება. შესაძლოა, პირად ცხოვრებაში ან საქმიან თანამშრომლობაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. პარასკევიდან ურთიერთობებში არსებული გაურკვევლობები თანდათან შემცირდება. სამსახურში პასუხისმგებლობების სწორად განაწილება მოგიწევთ, ფინანსურ საკითხებში კი ზედმეტ ხარჯებს უნდა მოერიდოთ.

ტყუპები
კვირის მთავარი თემა სამუშაო გარემო და ყოველდღიური პასუხისმგებლობები იქნება. კარგი პერიოდია დაგროვილი საქმეების მოსაწესრიგებლად და ახალი გეგმების დასასახად. რეტროგრადული მერკურის დასრულების შემდეგ კომუნიკაცია გამარტივდება და შესაძლოა, მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხებიც მიიღოთ. პირად ცხოვრებაში მეტი სითბო და რომანტიკული სიახლეებია მოსალოდნელი.

კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის კვირა სიყვარულის, შემოქმედებისა და პირადი ინტერესების გააქტიურებით გამოირჩევა. ახალმთვარეობა ახალი იდეების განხორციელებისთვის ხელსაყრელ პერიოდს ქმნის. პირად ცხოვრებაში ურთიერთობები უფრო თბილი და ჰარმონიული გახდება. სამსახურში თქვენი ინიციატივა დადებითად შეფასდება, ფინანსურ საკითხებში კი დაუგეგმავ ხარჯებს უნდა მოერიდოთ.

ლომი
ამ კვირაში ყურადღება ოჯახსა და საცხოვრებელ გარემოზე გამახვილდება. შესაძლოა, ოჯახური საკითხების მოგვარება ან სახლში ცვლილებების განხორციელება გადაწყვიტოთ. სამსახურში თავდაჯერებულობა და ამბიციები გაგიძლიერდებათ, რაც ახალი შესაძლებლობების გამოჩენას შეუწყობს ხელს. თუმცა, ეცადეთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას არ იჩქაროთ და გარშემომყოფების მოსაზრებებიც გაითვალისწინოთ.

ქალწული
კვირა აქტიური კომუნიკაციით, მოლაპარაკებებითა და ახალი გეგმებით იქნება დატვირთული. რეტროგრადული მერკურის დასრულება გადადებული საკითხების მოგვარებასა და შეთანხმებების დასრულებაში დაგეხმარებათ. ფინანსური მდგომარეობის გადაფასებისა და ბიუჯეტის დაგეგმვისთვისაც კარგი პერიოდია. პირად ურთიერთობებში კი ზედმეტმა კრიტიკულობამ შესაძლოა, გაუგებრობა გამოიწვიოს.

სასწორი
სასწორებისთვის კვირის მთავარი თემა ფინანსური სტაბილურობა და მატერიალური საკითხები იქნება. ახალმთვარეობა შემოსავლებისა და ხარჯების გადახედვისკენ გიბიძგებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეტროგრადული ვენერას დასრულება, რაც პირად ურთიერთობებსა და თვითშეფასებაზე დადებითად აისახება. სამსახურში შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობა გამოჩნდეს.

მორიელი
მორიელებისთვის ეს კვირა პირადი განახლებისა და ახალი მიზნების დასახვის პერიოდია. 9 ნოემბერს სწორედ თქვენს ნიშანში იქნება ახალმთვარეობა, რომელიც ცვლილებების დაწყებასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას უკავშირდება. რეტროგრადული მერკურის დასრულება კომუნიკაციას გაამარტივებს. სამსახურში ახალი პასუხისმგებლობები და საინტერესო შესაძლებლობები გამოჩნდება, პირად ცხოვრებაში კი ძველი გაუგებრობების მოგვარებას შეძლებთ.

მშვილდოსანი
კვირის დასაწყისში შესაძლოა, მეტი განმარტოება და დასვენება მოგინდეთ. კარგი პერიოდია წარსული გამოცდილების გასაანალიზებლად და იმ საკითხების დასასრულებლად, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. კვირის მეორე ნახევარში სამსახურსა და პირად ცხოვრებაში აქტიურობა გაიზრდება. შესაძლოა, სწავლის, მოგზაურობის ან ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობაც გამოჩნდეს...ვრცლად

✕