6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

დღეს, გარშემომყოფთა მიმართ ეცადეთ, მეტი გულისხმიერება გამოიჩინოთ. იყავით თავშეკავებული და შეინარჩუნეთ ემოციური სიმშვიდე, ნუ გააღვივებთ კონფლიქტურ მუხტს.

კურო

მიეცით თქვენს თავს განტვირთვის საშუალება, ისწავლეთ საკუთარ თავთან მარტო დარჩენით სიამოვნების მიღება. შესაძლოა, მცირე იმედგაცრუებამ ხასიათი გაგიფუჭოთ. მალე ყველაფერი დალაგდება, მთავარია, ემოციების მართვა ისწავლოთ.

ტყუპები

ეცადეთ, იყოთ ლოგიკური და თანმიმდევრული, ახალი საქმეების წამოწყებამდე გადაავლეთ თვალი ძველს. დაასრულეთ აღებული ვალდებულებები, მოაწესრიგეთ საშინაო თუ სამსახურებრივი სივრცე.

კირჩხიბი

ახლა არ არის სულსწრაფობის და დაუფიქრებლად მოქმედების დრო. გამოიჩინეთ წინდახედულობა და კეთილგონიერება, ამგვარად, ყველა საქმეს გაართმევთ თავს.

ლომი

მიჰყევით შეგრძნებებსა და ინტუიციას, ნურაფერს ინანებთ, გაუზიარეთ გარშემომყოფებს თქვენი განწყობა, საპასუხოდ მიიღებთ გაცილებით დიდ ემოციებს, რომელიც დიდი მოტივაცია იქნება ნებისმიერი საქმიანობისთვის.

ქალწული

დღეს, განსაკუთრებით ეფექტურად წარიმართება მოლაპარაკებები და შეხვედრები, სასიკეთო დღეა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, როგორც მსუბუქი ფლირტის, ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვა-დაგეგმვისთვის.

სასწორი

გახალისდით, თქვენი განწყობა თქვენს ხელთაა, შეიტანეთ სიახლეები თქვენს იმიჯში, ურთიერთობებში, გადაახალისეთ თქვენი გარემო, გაფილტრეთ ურთიერთობები.

მორიელი

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ეცადეთ, ნაკლები ყურადღება დაუთმოთ ჭორებსა და ცუდ ენებს. დაკავდით თქვენი საქმით, სასიკეთოდ წარიმართება ნებისმიერი სახის მოლაპარაკება.

მშვილდოსანი

დღეს, ფორტუნა თქვენს სასიკეთოდ მუშაობს, კარგი განწყობა მოგცემთ საშუალებას, აქტიურად ჩაერთოთ ნებისმიერ სფეროში. მოაგვარეთ თქვენი გადადებული საქმეები და ეცადეთ საღამოს დასვენებისთვის გამოყოთ დრო.

თხის რქა

წარმატებული დღის წინაპირობაა განწყობა, შესაბამისად, დილიდანვე იზრუნეთ პოზიტიური განწყობის შექმნაზე, ნუ ჩაუღრმავდებით უსიამოვნებებს, დღეს, ეცადეთ მეტი ფერები და იუმორი შეიტანოთ ურთიერთობებში, განსაკუთრებით, სამსახურში.

მერწყული

დღეს, სჯობს, ოჯახის წევრებთან ერთად, კომფორტულ გარემოში გაატაროთ დრო. ნუ დაგაღონებთ მოულოდნელი ხარჯები, ფინანსებთან დაკავშირებით სიტუაცია მალე დასტაბილურდება.

თევზები

შესაძლოა, ოჯახში ან სამსახურში თავი იჩინოს ძველმა დაშვებულმა შეცდომებმა, ან ხარვეზები გაჩნდეს იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდით, თუმცა,  დაკვირვებულობა და ემოციური სტაბილურობა სიტუაციას მალე გამოასწორებს.