6 მაგიური რიტუალი, რომელიც ახალ მთვარეზე უნდა ჩაატაროთ, წარმატებისა და სიყვარულის საპოვნელად

რიტუალი

სი­ლა­მა­ზის და სიყ­ვა­რუ­ლის მო­სა­ზი­დი რი­ტუ­ა­ლი

მო­ამ­ზა­დეთ რძე, ნა­კურ­თხი ან სუფ­თა ად­გი­ლე­ბი­დან აღე­ბუ­ლი წყა­როს წყა­ლი და ვარ­დის ზეთი. აავ­სეთ აბა­ზა­ნა წყლით, შემ­დეგ ჩა­ას­ხით ერთი ჭიქა რძე, ნა­კურ­თხი წყა­ლი და ორი-სამი წვე­თი ვარ­დის ზეთი. ბო­ლოს ჩა­ყა­რეთ ერთი კოვ­ზი საჭ­მე­ლი მა­რი­ლი. ჩა­წე­ქით აბა­ზა­ნა­ში, და­ხუ­ჭეთ თვა­ლი და წარ­მოთ­ქვით: “შენ, წყა­ლო, მის­მი­ნე. ნურც აიმღვრე­ვი, ნურც ადუღ­დე­ბი, ნურც აორ­თქლდე­ბი. იზ­რუ­ნე ჩემ­ზე. მო­მე­ცი ძალა, ვიყო ლა­მა­ზი, ტა­ნა­დი და სა­სურ­ვე­ლი.”
და­ახ­ლო­ე­ბით ოცი წუთი იწე­ქით წყალ­ში. რო­დე­საც წა­მოდ­გე­ბით აბა­ზა­ნი­დან და წყლის გა­დაღ­ვრას და­ი­წყებთ, წარ­მოთ­ქვით სი­ტყვე­ბი: “გა­მი­ტა­ნე­ბია შენ­თვის ავი თვა­ლი, სევ­და, დარ­დი, სხვი­სი შური. და­ტო­ვე მზე, ნა­თე­ლი, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი.” აბა­ზა­ნის მერე ტანი გა­იმ­შრა­ლეთ წი­თე­ლი ან ვარ­დის­ფე­რი პირ­სა­ხო­ცით (სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ რი­ტუ­ა­ლის­თვის ნა­ყი­დი), მი­უ­ახ­ლოვ­დით სარ­კეს, აან­თეთ წი­თე­ლი თაფ­ლის სან­თე­ლი და და­აკ­ვირ­დით სარ­კე­ში თქვენს ორე­ულს. შემ­დეგ წარ­მოთ­ქვით: “მე შენ მიყ­ვარ­ხარ. მე მიყ­ვარს სამ­ყა­რო და მე ვარ სიყ­ვა­რუ­ლის სა­თა­ვე. მე მზად ვარ ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის. მე ვარ მაგ­ნი­ტი ბედ­ნი­ე­რე­ბის, მე ვი­ზი­დავ იღ­ბალს. მე ვი­ზი­დავ დიდ ზღაპ­რულ სიყ­ვა­რულს, ნამ­დვილს და წრფელს. და იქ­ნე­ბა ასე! და იქ­ნე­ბა ასე! და იქ­ნე­ბა ასე!”

ახალმთვა­რე­ო­ბის რი­ტუ­ა­ლი, რო­მე­ლიც გა­პოვ­ნი­ნებთ ბედს

იმის­თვის, რომ შეხ­ვდეთ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც თქვენ­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი ბე­დის­წე­რის მიერ, გთა­ვა­ზობთ შე­დეგ რი­ტუ­ალს: – ახალმთვა­რე­ო­ბის პირ­ველ სა­ღა­მოს გა­შიშ­ვლდით, აი­ღეთ სუფ­თა ჯამი, სა­სურ­ვე­ლია წარ­წე­რე­ბის და ნა­ხა­ტე­ბის გა­რე­შე. ჩა­ას­ხით სუფ­თა წყა­ლი ან ნა­კურ­თხი (უარ­ყო­ფი­თი ენერ­გი­ე­ბი­სა­გან გაწ­მენ­დი­ლი), ჩა­აგ­დეთ თას­ში ერთი წი­თე­ლი ვარ­დის თავი, ვარ­დის ზეთი – ოთხი წვე­თი. აან­თეთ წი­თე­ლი თაფ­ლის სან­თე­ლი და წარ­მოთ­ქვით: “მთვა­რის ბი­ლი­კო, მო­იყ­ვა­ნე ჩემ­თან ჩემი ბე­დის ადა­მი­ა­ნი.” – გა­ი­მე­ო­რეთ სამ­ჯერ. შემ­დეგ ამ წყლით და­ი­ბა­ნეთ პირი, და­ის­ვე­ლეთ ტერ­ფე­ბი და სახ­ლის კა­რის სა­ხე­ლუ­რიც და­ას­ვე­ლეთ. რამ­დე­ნი­მე წვე­თი და­ას­ხით შე­მო­სას­ვლე­ლი სახ­ლის კარ­თან. ამ რი­ტუ­ა­ლი­დან მი­ნი­მუმ ერთ, მაქ­სი­მუმ სამი თვის თავ­ზე, თქვე­ნი ბედი გა­მოჩ­ნდე­ბა.

სა­სიყ­ვა­რუ­ლო რი­ტუ­ა­ლი ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე 

თუ უკვე შეხ­ვდით იმ ადა­მი­ანს, ვინც გიყ­ვართ და თვლით, რომ ის არის თქვე­ნი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი და გსურთ ცხოვ­რე­ბა მას და­უ­კავ­ში­როთ, ის კი არ ჩქა­რობს და ორ­ჭო­ფობს, ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე შე­კე­რეთ ან მოქ­სო­ვეთ მის­თვის რა­ი­მე და აჩუ­ქეთ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ელო­დეთ მის­გან თქვენ­თვის სა­სურ­ველ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას.

ერ­თგუ­ლე­ბის შე­ლოც­ვაძ­ველ დროს ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე

ქა­ლე­ბი მა­გი­ურ რი­ტუ­ა­ლებს მი­მარ­თავ­დნენ, რომ მათი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი და­ცუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ცდუ­ნე­ბი­სა­გან. ამის­თვის სა­ჭი­როა სამი დაფ­ნის ფო­თო­ლი, წი­თე­ლი თაფ­ლის სან­თე­ლი, სუფ­თა ფურ­ცე­ლი და სა­წე­რი კა­ლა­მი. ფურ­ცელ­ზე და­წე­რეთ იმ ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი, ვი­საც იცავთ ცდუ­ნე­ბი­სა­გან. შემ­დეგ გა­და­კე­ცეთ და ამა­ვე ფურ­ცელ­ში ჩა­დეთ დაფ­ნის ფო­თო­ლი. კი­დევ გა­და­კე­ცეთ. ყო­ვე­ლი დაფ­ნის ფურ­ცლის ჩა­დე­ბა­ზე მისი სა­ხე­ლი ხმა­მაღ­ლა წარ­მოთ­ქვით. რო­დე­საც სა­მი­ვე დაფ­ნის ფურ­ცელს ჩა­დებთ, და­ლუ­ქეთ ან­თე­ბუ­ლი სან­თლის ცვი­ლით ეს და­კე­ცი­ლი ფურ­ცე­ლი, შემ­დეგ შე­ი­ნა­ხეთ ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც ვე­რა­ვინ ნა­ხავს.

წყარო: ambebi.ge