5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

დიდ ინტერესს იწვევს თქვენი გასაიდუმლოებული თუ იდუმალებით მოცული ურთიერთობები. ყურადღება თქვენი პერსონის მიმართ იზრდება. ზედმეტად ნურავის მიენდობით.

კურო

დღეს სიმშვიდე და პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობა, ან დროის სასიამოვნოდ გატარება ძალებს შეგმატებთ.

ტყუპები

მოთოკეთ თქვენი ბობოქარი ემოციები, იყავით მომთმენი და თანაგრძნობა გამოიჩინეთ სხვათა მიმართ.

კირჩხიბი

დღეს, დიდია სიურპრიზებისა და სასიამოვნო მოულოდნელობების ალბათობა. საღამოს აუცილებლად განიტვირთეთ.

ლომი

თქვენი კომუნიკაბელურობა იზრდება, თქვენი პოპულარობა მწვერვალს მიაღწევს, თუ ემოციურ ბალანს დაიცავთ.

ქალწული

სასიამოვნო ცვლილებებს და წარმატებას ელოდეთ. ემოციურად მშვიდად მიიღეთ ყველა ინფორმაცია.

სასწორი

იყავით ჰარმონიაში საკუთარ თავთან და ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით.

მორიელი

გახსოვდეთ, თეორიული მიღწევები მნიშვნელოვანია, მაგრამ პრაქტიკული საქმიანობით უნდა გამყარდეს. დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია, ფული მოზომილად დახარჯოთ.

მშვილდოსანი

კარგი იქნება, თუ დაეხმარებით თქვენს ახლობელს, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება დახმარება და მხარში დგომა თქვენგან. გაცემული ენერგია და ფინანსები ორმაგად დაგიბრუნდებათ.

თხის რქა

 არის ალბათობა, რთულ მოლაპარაკებებში ან გარჩევებში მოგიწიოთ ჩართვა, მაგრამ მიუხედავად დაძაბული ფონისა, შესაძლოა, თქვენთვის პერსპექტიული აღმოჩნდეს ეს სიტუაცია.

მერწყული

ახალ იდეებს ყურადღება მიაქციეთ, არის ალბათობა, ძალიან სასარგებლო აღმოჩენა გააკეთოთ.

თევზები

ფრთხილად ფულთან, უაზრო წვრილმანების შეძენით ნუ გაატანთ ქარს თქვენს ფინანსებს.