4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

ოჯახში კონფლიქტური სიტუაციის ალბათობაა, ნუ გადადებთ საოჯახო საქმეებს და იზრუნეთ პრობლემების მშვიდობიან მოგვარებაზე.

კურო 

მოსალოდნელია საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ. კარგად გააანალიზეთ, რა პერსპექტივა ექნება, თუ დადებით პასუხს გასცემთ. გახსოვდეთ, ახლა სტაბილურობა აუცილებელია.

ტყუპები

სასიამოვნო საჩუქარი და სასიამოვნო სიახლე გელოდებათ პირად ურთიერთობაში. გახსოვდეთ, ხანდახან დასვენება აუცილებელია.

კირჩხიბი 

მებრძოლი სული და შეუპოვრობა ნებისმიერ სიტუაციაში გამარჯვებას მოგიტანთ. საღამოს აუცილებლად განიტვირთეთ.

ლომი

ურთიერთობებში მოულოდნელ, პოზიტიურ შემობრუნებას ელოდეთ. კარგი დროა შენაძენის გასაკეთებლად.

ქალწული

არ ღირს ყოველდღიურ წვრილმანებზე შფოთი და აყალმაყალი, დამშვიდდით და გამოიძინეთ.

სასწორი

ნუ დაგეგმავთ რომანტიულ შეხვედრას. მიხედეთ საოჯახო საქმეებს, ან განიტვირთეთ მეგობრების წრეში.

მორიელი

მშვიდი დღეა და კარგი იქნება, თუ მეტ დროს დაუთმობთ საკუთარ თავს. ახლა ენერგიის აღდგენა ძალიან გჭირდებათ.

მშვილდოსანი

მაქსიმალური შედეგისა და მოგების მისაღებად, მეტი მოქნილობა და სითამამე გჭირდებათ. აუცილებლად განიტვირთეთ.

თხის რქა

თავს ნუ მოიტყუებთ, ნუ ეცდებით, შელამაზებულად წარმოაჩინოთ სინამდვილე, იყავით მეტად ლმობიერი სხვების მიმართ.

მერწყული

დღეს მოსალოდნელია არჩევანის წინაშე დადგეთ და რადიკალური გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ.

თევზები

ზომიერება და ისევ ზომიერება საქმეებში. ყური მიუგდეთ საკუთარ თავს და დაზოგეთ ძალები.