28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

ვარსკვლავების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია, თუმცა მეზობლებთან ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია კამათი და უთანხმოება - შეიძლება, მოულოდნელად უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენონ. ეცადეთ, საჭირო ადამიანებთან კონტაქტები დაამყაროთ, რაც სამომავლოდ ძალიან გამოგადგებათ.

კურო

შესაძლოა, სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, მაგრამ გამჭრიახობის წყალობით, თავს მალე დააღწევთ. მოემზადეთ ცვლილებისთვის. სავარაუდოდ, გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ეცადეთ, ყველა მოვლენა აკონტროლოთ, ყველა სიახლე თუ ჭორი გაიგოთ, რადგან სწორედ ეს არის თქვენი წარმატების საიდუმლო. არახელსაყრელი დღეა რომანტიკული ნაცნობობისთვის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება.

ტყუპები

სამსახურში, პარტნიორებთან და კოლეგებთან საუბრებმა შეიძლება სასურველი შედეგი არ მოიტანოს. უსიამოვნო საუბრის თავიდან ასაცილებლად ჯობია, მენეჯმენტისგან თავი შორს დაიჭიროთ. ყველაფრის მიუხედავად, გავლენიან ადამიანთან მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმებას შეძლებთ. ამ დღეს თქვენი დუმილი შეიძლება სიტყვებზე მრავლისმეტყველი აღმოჩნდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს შესაძლებლობა თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.

კირჩხიბი

სამსახურში, სავარაუდოდ, პასუხისმგებლობა მოგემატებათ, მაგრამ გამჭრიახობის და შრომისმოყვარეობის დახმარებით ყველაფერს გაუმკლავდებით. ფინანსურ სფეროში სასიხარულო სიახლე გელით - შესაძლოა, წლის ბოლოს ფინანსური წახალისება მიიღოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ექიმთან ვიზიტი დაგეგმეთ თუ თავი შეუძლოდ იგრძენით.

ლომი

კოლეგებთან პოლიტიკის ან საზოგადოებრივი ცხოვრების განხილვამ შეიძლება კამათი და უთანხმოება გამოიწვიოს, რაც ნამდვილად არ მოგეწონებათ.
შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ „კომფორტის ზონიდან“ გამოხვიდეთ და რაღაც ახალი სცადოთ. მით უმეტეს, რომ ამ დღეს ექსტრემალური ემოციებისთვის მზად ხართ!

ქალწული

მთელ დღეს სახლსა და სამსახურს შორის დროის განაწილებას მოანდომებთ - სამსახურში დაწყებული საქმეები დროულად უნდა დაასრულოთ და საოჯახო საქმეებსაც ყურადღება მიაქციოთ. ქალწულის ყველაზე წარმატებული იდეა თუ პროექტი სხვა ადამიანებს უკავშირდება. შესაძლოა, მალე რამდენიმე ძალიან საჭირო ადამიანი გაიცნოთ ან ვიღაც ისეთი მოხიბლოთ, ვინც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.

სასწორი

ამ დღეს ბევრ შეხვედრას გეგმავთ, მაგრამ მზად უნდა იყოთ, რომ ყველა სასიამოვნო არ იქნება. სამსახურში მენეჯმენტმა შეიძლება თქვენი მუშაობის გამო უკმაყოფილება გამოთქვას ან გაგაკრიტიკოთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან მიიყვანეთ. შესაძლოა, შვილების ან საყვარელი ადამიანის ქმედების გამო გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

მორიელი

ამ დღეს წარმატებას მხოლოდ დამოუკიდებლად მოქმედება მოგიტანთ, ამიტომ რჩევებსა და მხარდაჭერას ნუ დაელოდებით. გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა გიჭირთ, თუმცა კონფლიქტის თავიდან აცილება მაინც შესაძლებელია. პროფესიულ საკითხებზე მუშაობის პარალელურად, ოჯახური პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ და გაზრდილმა პასუხისმგებლობამ შეიძლება სერიოზული შეცდომები გამოიწვიოს.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება თავზე ბევრი საქმე დაგატყდეთ: საყვარელი ადამიანი პრობლემები, რომელთა გადაჭრაშიც მონაწილეობა უნდა მიიღოთ, საოჯახო საქმეები, ნათესავებთან ურთიერთობა და ა.შ. ახლობლებმა შეიძლება ახალი ამბით გაგაკვირვონ. შეიძლება არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ - ჩვეულებრივად მოიქცეთ თუ რაღაც შეცვალოთ. ეცადეთ, სამსახურში განსაკუთრებით მეგობრული იყოთ - დალიეთ ჩაი კოლეგებთან ერთად და რამე გემრიელით გაუმასპინძლდით.

თხის რქა

ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის საკითხების მოგვარება და სამუშაო იქნება. სავარაუდოდ, ბევრი შეხვედრა, მოლაპარაკება, კონსულტაციები და გამოცდილების გაცვლა გელით. ეცადეთ სამომავლოდ არაფერი გადადოთ და დღეს დაწყებული საქმე დღესვე დაასრულოთ. ზოგ თხის რქას მოულოდნელი ხარჯები ელის, ამიტომ ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ და უსარგებლო ნივთების შეძენისგან თავი შეიკავოთ.

მერწყული

შესაძლოა, მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით ოჯახში კამათი იყოს - მეგობრებთან ერთად ჯობია აღნიშვნა, თუ ოჯახთან ერთად. მეგობრებმა შეიძლება იმედი გაგიცრუონ, ამიტომ ამ დღეს საქმეში მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ.

თევზები

ამ დღეს მთელი ყურადღება სამუშაოზე გაქვთ გადატანილი. შესაძლოა, მენეჯმენტმა ისეთი დავალება მოგცეთ, რომ უკმაყოფილება ვერ დამალოთ. კოლეგების საუბარმა შეიძლება ემოციურ სტრესამდე მიგიყვანოთ. ზოგადად, გარშემო მყოფებში მოჭარბებული ემოციურობა იგრძნობა, ამიტომ ნებისმიერ კამათსა და დაპირისპირებას უნდა ერიდოთ და განმარტოვდეთ. როგორი მაცდურიც არ უნდა ჩანდეს, გირჩევთ, ამ დღეს ნებისმიერ შემოთავაზებას უარით უპასუხოთ.