27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

გაუგებრობების ალბათობა მატულობს, განსაკუთრებით ეს ეხება საოჯახო თემას. მოეშვით,  ნუ ცდილობთ ირგვლივ მყოფთა წნეხის ქვეშ მოქცევას.

კურო

იმოქმედეთ დინჯად, არ იჩქაროთ, რათა მარტივად მოაგვაროთ ნებისმიერი სირთულე, შესაძლოა, ოპონენტების დასამარცხებლად მთელი ძალების მობილიზება დაგჭირდეთ.

ტყუპები

მაქსიმალური ყურადღება და წინდახედულობა გამოიჩინეთ, რათა დაშვებული შეცდომის გამო, თავიდან აიცილოთ ხარვეზები, იმოქმედეთ დამაჯერებლად, ფრთხილად და აუჩქარებლად.

კირჩხიბი

შესაძლოა, დღეს თქვენში შემოქმედებითმა ენერგიამ იფეთქოს, გამოიყენეთ მომენტი და თქვენი ძალები მიმართეთ იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც თვეების განმავლობაში დაგროვდა.

ლომი

შესაძლოა, დაღლილობის გრძნობა დაგეუფლოთ, შეეცადეთ, მიუხედავად სამუშაო დღისა, დაისვენოთ, იქამდე კი მოაწესრიგეთ სამსახურებრივი საკითხები.

ქალწული

შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება გარემოებების მიმართ, გაერიდეთ, შეწყვიტეთ კომუნიკაცია მათთან, ვინც პრობლემებს გიქმნით, იყავით მტკიცე და გაბედული.

სასწორი

რემონტისა და სამშენებლო სამუშაოების გამო დიდ დროსა და ენერგიას დახარჯავთ. ფინანსებთან დაკავშირებით მეტი გონიერება გმართებთ, სწორად გადაანაწილეთ ბიუჯეტი.

მორიელი

შესაძლოა, დღეს თავი იჩინოს საცხოვრებლის გამოცვლასთან დაკავშირებულმა გარკვეულმა სირთულეებმა,  იმოქმედეთ თანმიმდევრულად და აუჩქარებლად.

მშვილდოსანი

იყავით წინდახედული, მატულობს დანაკარგების ალბათობა, ყურადღება გაამახვილეთ დეტალებზე.

თხის რქა

დიდია ალბათობა, სიყვარულის ქარცეცხლში აღმოჩნდეთ.  ყურადღებით იყავით, შესაძლოა, ეს კავშირი სამომავლოდ  სტაბილურობით გამორჩეული არ იყოს.

მერწყული

შესაძლოა, სადავო და გაჭიანურებული იურიდიული საკითხები თქვენს სასიკეთოდ გადაწყდეს. სხვადასხვა სირთულეების შემთხვევაში, სასურველია, დრო მოიგოთ და გარჩევები სამომავლოდ გადადოთ.

თევზები

ერიდეთ ფულის ზედმეტ ხარჯვას, სასურველია, მხოლოდ დაგეგმილი და აუცილებელი შენაძენისთვის დახარჯოთ თქვენი სახსრები. ნუ გარისკავთ დაუფიქრებლად.