27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დაფიქრდით და შეადგინეთ როგორც უახლოესი მომავლის, ისე ხანგრძლივ ვადებზე გათვლილი გეგმები. სტრატეგიული, თანმიმდევრული ქმედება წარმატებებს მოგიტანთ.

კურო: საახალწლო სამზადისში ჩართულს, არ დაგავიწყდეთ იმ ადამიანების გახარება, ვინც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს იკავებს.

ტყუპები: ეცადეთ, ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმეები. ახლა დასვენების დრო არ არის, იაქტიურეთ, ასევე, მოგიხდებათ ფიზიკური ვარჯიში.

კირჩხიბი: ნუ აჰყვებით ემოციებს, წინასწარ შფოთი კარგს არაფერს მოგიტანთ. გადაანაწილეთ პრიორიტეტული საქმეები და ყველაფერს დროულად მოასწრებთ.

ლომი: ცხოვრებაში ყველაფერს თავის დრო აქვს, მნიშვნელოვანია, წარმატებამ თავბრუ ძალიან არ დაგახვიოთ, გაუზიარეთ თქვენი სიხარული მათ, ვინც მხარში გიდგათ.

ქალწული: მოთოკეთ ემოციები, შინ თუ გარეთ, ნუ დანებდებით სტრესს და ნეგატივს, რაც ენერგეტიკულად გფიტავთ. შეეცადეთ, გადაერთოთ საახალწლო განწყობაზე.

სასწორი: შეიტანეთ თქვენს ცხოვრებაში სიახლე, გაანებივრეთ საკუთარი თავი, ასევე ოჯახის წევრებიც სიურპრიზებით, მით უმეტეს, საახალწლო განწყობა ხელს გიწყობთ ამ საქმეში.

მორიელი: მიუხედავად თქვენი დრამატული ხასიათისა, იყავით უფრო მეტად გახსნილი ირგვლივ მყოფთა მიმართ, ნუ აჰყვებით ეჭვებს, ყველა თქვენს გამოყენებას არ აპირებს.

მშვილდოსანი: თქვენ გაქვთ რესურსი და განწყობა, იზრუნოთ სხვებზე, შეეცადეთ, დახმარების ხელი გაუწოდოთ ასაკოვან ადამიანებს, უსახლკაროებს, სიცივეში დარჩენილ ცხოველებს.

თხის რქა: დღეს შესაძლოა, იმედი გაგიცრუოთ ადამიანმა, რომელსაც ენდობოდით და გეგონათ, რომ კარგად იცნობდით.

მერწყული: დიდია იმის ალბათობა, რომ შეხვდეთ მომავალ მეუღლეს, იყავით ფხიზლად, ნუ იტყვით უარს სტუმრობაზე და ახალი ადამიანების გაცნობაზე.

თევზები: შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ იოცნებოთ, გაუგზავნოთ სამყაროს თქვენი სურვილები, დაისახეთ მიზნები, ნუ იდარდებთ ზედმეტად მათი განხორციელების გზებზე.

გისურვებთ წარმატებულ დღეს!