26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღე ხელსაყრელია ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად და თვალსაწიერის გასაფართოებლად. მეგობრებისგან საინტერესო შეთავაზებებს უნდა ელოდოთ. თუ სასწავლო კურსებზე ან სპორტულ კლუბში სიარულის დაწყებას გეგმავთ, ეს შესაფერისი დღეა. ფინანსური კუთხით სტაბილურობა შენარჩუნდება. ​

კურო
მეგობრებთან ურთიერთობისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ნებისმიერ სიტყვას, ვინაიდან შესაძლოა, ვიღაც თქვენით მანიპულირებას ცდილობს. ბევრი მარტოხელა კურო გადაწყვეტს, პირად ცხოვრებას მეტი ყურადღება მიაქციოს. ჯანმრთელობის პრობლემები წარსულში დარჩა – დროა, ცხოვრებით სრულად დატკბეთ. 

ტყუპები
ხელსაყრელი დღეა საქმიან პარტნიორებთან სამომავლო გეგმებისა და პროექტების განხილვისთვის. სასურველია, პროფესიულ საქმიანობას უფრო სერიოზულად მოეკიდოთ და ყველა საკითხი ყურადღებით შეამოწმოთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ. ​

კირჩხიბი
ამ დღეს სახლში თავზე საყრელად გაქვთ. ეცადეთ ცვლილებებს და სიახლეებს მშვიდად შეხვდეთ. არახელსაყრელი დღეა მეგობრებთან შეხვედრის ან სოციალურ ღონისძიებებზე დასწრებისთვის. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ექიმის მითითებები ზედმიწევნით შეასრულეთ. ​

ლომი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს სამსახურებრივ საკითხებს განსხვავებული კუთხით შეხედოთ და პრობლემის მოგვარების არასტანდარტული ხერხი გამოიყენოთ. დროა, ადამიანს, რომელიც ძალიან გიზიდავთ, რომანტიკული პაემანი დაუნიშნოთ. 

ქალწული
ამ დღეს ქალწულების ყურადღება ოჯახის, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისა და საყვარელ ადამიანისკენ არის მიმართული. ადამიანი, ვისაც დღეს შეხვდებით, შესაძლოა, რაღაცას გიმალავთ ან ცდილობს მოგატყუოთ. პარტნიორისგან შეიძლება საინტერესო წინადადება მიიღოთ, თუმცა დათანხმდებით თუ არა, თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. განსხვავებული შეხედულების გამო ოჯახის წევრებთან შესაძლოა იკამათოთ. ​

სასწორი
ამ დღეს საბუთებთან მუშაობა, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და სამოქმედო გეგმის შედგენა გელით. რომელიღაც ნათესავი თქვენთან შეხვედრას და ძველი პრობლემის ერთობლივი ძალებით მოგვარებას ცდილობს. ამ დღეს სიტყვაზე არავის ენდოთ და ნებისმიერ საკითხზე მტკიცებულებები მოითხოვეთ. ​

მორიელი
ფინანსურ საკითხებში მოსალოდნელია ცვლილებები. ხელსაყრელი დღეა ფულის ინვესტირების, მაგალითად, ბანკში ანაბრის გახსნის ან სახლისთვის ძვირად ღირებული ნივთის შეძენისთვის. პარტნიორი ან სხვა ვინმე თქვენი გარემოცვიდან თქვენზე ზეწოლას ან მანიპულირებას ეცდება, მაგრამ ამის გამო სკანდალი არ უნდა ატეხოთ. უმჯობესია, მშვიდად დააკვირდეთ, რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი. ​

მშვილდოსანი
საკმარისი ენერგია და სურვილი გაქვთ, რომ ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ. მიზნისკენ თავდაჯერებულად მიიწევთ და თქვენი იდეების ან თვალსაზრისის სისწორეში ოპონენტების დარწმუნება არ გიჭირთ. ოჯახში საკმაოდ მეგობრული და გულწრფელი ატმოსფეროა დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. ​

თხის რქა
ამ დღეს საყოფაცხოვრებო საკითხებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. დროა, საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბრის დრო გამონახოთ – ჰკითხეთ, რა აწუხებთ და რთულ სიტუაციაში დახმარებას დაჰპირდით.  მოერიდეთ გულწრფელობას ადამიანთან, რომელსაც თქვენი შურს. 

მერწყული
ამ დღეს მთელ ენერგიას ფინანსური საკითხების მოგვარებაზე დახარჯავთ. 

თევზები
რომანტიკული პაემანი და სასიყვარულო თავგადასავლები გელით. ​

გაითვალისწინეთ, რომ ასტროლოგიური პროგნოზები ზოგადია და შესაძლოა არ ასახავდეს თქვენს პირად სიტუაციას.

წარმატებულ და მშვიდ დღეს გისურვებთ!