26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

დღე დახუნძლულია სხვადასხვა მოვლენებით, იყავით აქტიური, პოზიტიური და ხალისიანი. შესაძლოა, საკმაოდ საინტერესო საქმიანი წინადადება შემოგთავაზონ.

კურო

მოქმედებისთვის შესაფერისი დღე არ არის, ახლა უკეთესია იყოთ მომთმენი, ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს, ნუ გარისკავთ. გადახედეთ თქვენს ახლო წარსულს, გააანალიზეთ გარკვეული მოვლენები და სათანადო დასკვნებიც გამოიტანეთ.

ტყუპები

შესაძლოა, გარკვეულ გაუგებრობებს ჰქონდეს ადგილი, თუმცა, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, იმისთვის რომ მიაღწიოთ წარმატებას, სათანადოდ უნდა იშრომოთ.

კირჩხიბი

დღე ნაყოფიერია მოლაპარაკებებისა და საქმიანი კავშირების დასამყარებლად. შესაძლოა, საინტერესო შემოთავაზებაც გქონდეთ.

ლომი

დღე ნაყოფიერი და წარმატებულია, თუ იქნებით შეუპოვარი და მიზანდასახული, გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ. დაისახეთ ახალი მიზნები და იფიქრეთ კარიერულ წინსვლაზე.

ქალწული

დღეს გაქვთ სათანადო გაბედულება, რომ შეეჭიდოთ მნიშვნელოვან საქმეებს. თამამად იმოქმედეთ ნებისმიერ სფეროში. ფრთხილად იყავით ფინანსებთან.

სასწორი

დღეს მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს იდეებსა და შემოსულ ინფორმაციებს, შესაძლოა, ფინანსებთან დაკავშირებული კარგი ამბავი გაიგოთ, ან მიიღოთ საჩუქარი.

მორიელი

შეინარჩუნეთ სიმშვიდე ნებისმიერ სიტუაციაში, იყავით კონცენტრირებული ერთ კონკრეტულ საქმეზე. პირად ცხოვრებაში გარკვეულ ცვლილებები გექნებათ.

მშვილდოსანი

დღე გამორჩეულია ახალი ნაცნობობით, გაფილტრეთ ახლად გაცნობილი ადამიანები. შესაძლოა, შემოსავლის ახალი წყარო გამოჩნდეს, მიჰყევით ინტუიციას.

თხის რქა

მშვენიერი დღეა თქვენი უნარების წარმოსაჩენად. მთავარია, არ იჩქაროთ, იყავით მომთმენი.

მერწყული

ეცადეთ, დღეს ყველაფერს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ, რადგან დღე დატვირთულია სხვადასხვა ინფორმაციით და გადასაჭრელი საკითხების სიუხვით.

თევზები

მშვენიერი დღეა სხვადასხვა საკითხების მოსაგვარებლად, სასურველ შედეგს გამოიღებს კომუნიკაციები. შესაძლოა, სასიამოვნო სიურპრიზით გაოცებული დარჩეთ.