25-დან 29 მაისამდე გამოიჩინეთ სიფრთხილე! - ასტროლოგი ზოდიაქოს 4 ნიშანს აფრთხილებს

პლანეტები

„26 მაისს გვექნება მარსის და პლუტონის კვადრატი, რომლის გავლენაც გვექნება 25-დან - 29 მაისის ჩათვლით“, - ამის შესახებ ასტროლოგი ანა ჯალაღონია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და რჩევებს გვიზიარებს. 

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და დაძაბული ასპექტი ასტროლოგიაში. ძირითადი ტენდენციები იქნება - დაძაბულობა, ძალაუფლებისთვის ბრძოლა, შეიძლება გამოვლინდეს კონტროლი და მანიპულაცია.

ასევე იგრძნობთ დაღლილობას, იმპულსურობას, ასევე უსაზღვრო ძალის მოზღვავებას. რომელ ნიშნებს მოუწევს სიფრთხილის გამოჩენა ამ პერიოდში:


კურო
ლომი
მორიელი
მერწყული

ასევე ვისაც ამ ნიშნებში გყავთ პლანეტები 3-7 გრადუსამდე, არ იჩქაროთ, მოერიდეთ კონფლიქტებს. ეს დრო კარგია ძველი შეზღუდვებისგან გასათავისუფლებლად". 

ნახეთ ვიდეო: