თბილისში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს
1790004676
23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა - დღე, როდესაც დღე-ღამის ხანგრძლივობა თითქმის თანაბარია. ასტროლოგიურ და ეზოთერულ პრაქტიკებში ეს პერიოდი ხშირად ბალანსთან, ახალი ეტაპის დაწყებასა და სურვილების ჩაფიქრებასთან ასოცირდება.
ნუმეროლოგი და ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვა 23 სექტემბრის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მადლიერება, შინაგანი ჰარმონია და საკუთარ სურვილებზე მკაფიოდ დაფიქრება.
მისი რჩევით, სურვილის ჩაფიქრებამდე ადამიანმა მადლობა უნდა გადაუხადოს იმ ყველაფრისთვის, რაც უკვე აქვს. შემდეგ კი სასურველია, მხოლოდ სურვილის ჩაფიქრებით არ შემოიფარგლოს და მის ასრულებასთან დაკავშირებული კონკრეტული ნაბიჯიც გადადგას.
მაგალითად, თუ ადამიანს საკუთარი სახლის შეძენა სურს, სუსლოვას თქმით, შეიძლება პირველი სიმბოლური ნაბიჯი იყოს თანხის, თუნდაც მცირე ოდენობის, გადადება ან დანაზოგის გაკეთება.
„თუ რაიმე სურვილი გაქვთ მნიშვნელოვანი, რამდენად დაუჯერებელი და არარეალური არ იყოს, აუცილებლად ჩაიფიქრეთ. სანამ სურვილს ჩაიფიქრებთ, მადლიერება აუცილებელია“, - ამბობს ნინა სუსლოვა.
მისივე თქმით, სურვილის ჩაფიქრება 23 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაშია შესაძლებელი. მთავარი კი, მისი რჩევით, საკუთარ თავთან ჰარმონიის შენარჩუნება და სურვილის ასრულებისთვის რეალური ნაბიჯის გადადგმაა.