21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - მზე თქვენს ნიშანშია, რაც ენერგიასა და მიზანდასახულობას გმატებთ. მნიშვნელოვანია, დააბალანსოთ სახლისა და სამსახურის საქმეები.

კურო - ახალი შესაძლებლობები და შემოთავაზებები გელით, განსაკუთრებით პროფესიულ და სასიყვარულო სფეროებში. კომპრომისი და დიპლომატია ახლა ყველაზე მოგებიანია.

ტყუპები - დროა, გათავისუფლდეთ უსარგებლო ნივთებისგან და მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ.

კირჩხიბი - შესაძლოა, დილიდან გაღიზიანებული იყოთ, მაგრამ ეცადეთ, ჯავრი უდანაშაულო ადამიანებზე არ იყაროთ.

ლომი - ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის.

ქალწული - ეს დღე სასიყვარულო განცდებითა და ინტრიგებით დაგამახსოვრდებათ.

სასწორი - ახალი ფინანსური წყაროები, ნაყოფიერი იდეები და შემოსავლების ზრდა გელით. მიაქციეთ ყურადღება კვებას და მატერიალურ ღირებულებებს.

მორიელი - ცვლილებები იმიჯით დაწყებული - დასრულებული თქვენი პროფესიული და პირადი საკითხებით. გამოიყენეთ არსებული შესაძლებლობები და ნუ შეჩერდებით.

მშვილდოსანი - იზოლაციისა და განმარტოების სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ ეცადეთ, ეს პერიოდი პროდუქტიულად გამოიყენოთ.

თხის რქა - წარმატებული პერიოდია სოციალურ აქტივობებში ჩართულობისთვის. ავტორიტეტის ზრდა და წარმატების შანსები ყველა მიმართულებით მატულობს.

მერწყული - კარიერული საკითხებია აქტუალური, სტატუსის მხრივ, ცვლილებებია მოსალოდნელი. თუ სამსახური არ გაქვთ, ახლა შესაფერისი დროა გადახედოთ ვაკანსიებს.

თევზები - განათლების თემების აქტუალიზაცია, სახელმწიფო სექტორთან დაკავშირებულ საკითხებში მნიშვნელოვანი მიღწევები გელოდებათ.

გისურვებთ წარმატებულ დღეს!