21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის 24-25-ე დღე. დღეს, ყველაფრის გასაღები აქტიურ კომუნიკაციაშია. უბრალოდ, საუბრის თემები ფრთხილად აარჩიეთ. მოერიდეთ პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებს. ყველას არ დაუჯეროთ - ბევრი შეალამაზებს ან გააზვიადებს რეალობას.

ვერძი

თქვენს ცხოვრებაში ცოტა სიახლე და საინტერესო მოვლენებია. მიჰყევით დინებას, იკონტაქტეთ მეგობრებთან დაისვენეთ აქტიურად.

კურო

მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, ნუ გადატვირთავთ ნერვულ სისტემას, ყურადღებით იყავით გზებზე, თავი შეიკავეთ ზედმეტი პრეტენზიებისგან.

ტყუპები

ელოდეთ კარგ სიახლეებს, ახლა ზედმეტი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ თქვენი მიზნების მისაღწევად.

კირჩხიბი

ნუ იქნებით ზედმეტად გულღია. ეცადეთ, ბუნებაში გახვიდეთ და დაისვენოთ. დღეს, შესაძლოა, საჩუქარიც მიიღოთ.

ლომი

საჭიროება მოითხოვს დროულად და სწრაფად იმოქმედოთ, გააკონტროლეთ სიტუაცია, არ მოადუნოთ ყურადღება, თქვენი ძალისხმევა სათანადოდ დაფასდება. 

ქალწული

ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და ნუ იფიქრებთ რომ ვინმეს მოტყუებას შეძლებთ. მოუსმინეთ გარშემომყოფებს და იყავით რეალისტი. გახსოვდეთ, კვირას დასვენება აუცილებელია.

სასწორი

ნუ იზარმაცებთ, მაგრამ ძალიანაც ნუ დაიტვირთავთ თავს, ზომიერად გადაანაწილეთ თქვენი ძალა, ენერგია და ყველაფერს კარგად გაართმევთ თავს. 

მორიელი

წარმოქმნილი გარემოებები გაიძულებთ, შეცვალოთ თქვენი უახლესი მიზნები და გეგმები, მაგრამ ყველაფერი უკეთესობის მომტანი იქნება.

მშვილდოსანი

ყურადღება მიაქციეთ ახლობლებს, რომლებიც თქვენს დახმარებას ელიან, მომავალში, მათი მხარდაჭერა ძალიან კარგად იმოქმედებს თქვენს საქმიანობაზე.

თხის რქა

ნუ გაანაწყენებთ ირგვლივ მყოფებს თქვენი დაუფიქრებელი ქმედებით. იყავით რეალისტი და ერიდეთ ინტრიგებს.

მერწყული

ნუ შეუშინდებით წარმოქმნილ დაბრკოლებებს, შეინარჩუნეთ ემოციური წონასწორობა და სიმშვიდე, მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

თევზები

ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმსა და დასვენებას. ახლა განტვირთვა ძალიან გჭირდებათ, რადგან მნიშვნელოვანი კვირა იწყება.