პირველი ღამის უჩვეულო და შოკის მომგვრელი ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

ტრადიციები

მსოფლიოს ყველა ერი განსაკუთრებული და თავისებურად უნიკალურია. თითოეულ მათგანს უჩვეულო ტრადიციები და წეს-ჩვეულებები გააჩნია. 

წარმოგიდგენთ სხვადასხვა ერის პირველი საქორწინო ღამის თავისებურებებს, რომელთა უმრავლესობაც საზოგადოების დიდ ნაწილს კულტურულ შოკში აგდებს.

რუანდა: ბაჰუტუს ტომი

ბაჰუტუს ტომში ახალდაქორწინებულები ვალდებულები არიან პირველ საქორწინო ღამემდე ერთმანეთი სცემონ.

ამასთან, არსებობს გარკვეული წესები, რომელსაც მეუღლეები ერთმანეთისთვის აწესებენ: თუ ცოლი სახლში მეუღლისთვის რაიმე ნივთის სროლას გადაწყვეტს, ეს მან უსიტყვოდ უნდა აიტანოს, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალი, შესრულებული მოვალეობის განცდით მამის სახლში ბრუნდება და ასე გრძელდება მთელი კვირა, რაც საბოლოოდ, სიყვარულის აქტით გვირგვინდება. ამ ჩვეულების თანახმად, მეუღლეები ერთმანეთზე მთელ ნეგატიურ ემოციას აფრქვევენ და შემდეგ ცხოვრებას ბედნიერად აგრძელებენ.

ჩრდილოეთ აფრიკა: რეპეტიტორების მოწვევა

ბერბერები - ჩრდილოეთ აფრიკის მკვიდრი ხალხის საერთო სახელია, რომლებმაც ისლამი VII საუკუნეში მიიღეს, ისინი ეგვიპტის საზღვრების დასავლეთით ცხოვრობენ. ჩრდილოეთ აფრიკის ამ ეთნიკური ჯგუფის ტრადიციების თანახმად, ქორწილის დასრულებისთანავე ახალშეუღლებულებს განმარტოება არა მხოლოდ ეკრძალებათ, არამედ პირველი საქორწინო ღამის გატარება რამდენიმე წყვილის კამპანიაში ევალებათ, რომლებიც მზად არიან მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ და სიყვარულის სიბრძნეებსაც აზიარონ, ასეთი ქორწინების პირველი ღამე როგორც წესი, 5 დღეს გრძელდება.

სლავური ტომები

რუსეთში, სლოვაკეთსა და ლატვიაში არსებობდა კაცი ე.წ „დრუჟკა", რომელიც ქმრის შემცვლელი იყო, მაშინ როდესაც ქმარი ვერ შეძლებდა პირველ ღამეს თავის მოვალეობის შესრულებას. ე.წ. "დრუჟკა" ითავსებდა ქმრის ფუნქციას ერთი ღამით.

ფილიპინები

მდიდრული ქორწილის შემდეგ ფილიპინელი ახალდაქორწინებულები პირველ ღამეს წვებიან და იძინებენ. სტუმრები და ნათესავები ახალშეუღლებულებს გულისყურით აკვირდებიან რათა მათ ჩვეულება არ დაარღვიონ და სქესობრივი აქტით არ დაკავდნენ, ეს კი იმისთვის ხდება რომ პატარძალი ქორწილის ღამეს არ დაორსულდეს, ვინაიდან ამ დღეს წყვილი დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარს.

უგანდა: პოტენციის ტესტი

ჩრდილო-დასავლეთ უგანდას ბანიანკოლეს ტომში პატარძლის დეიდა საქორწინო კავშირის დადებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იმისთვის რომ დარწმუნდეს რომ დისშვილის საქმროს პოტენციასთან დაკავშირებული არავითარი პრობლემა არ აქვს, ის საქორწინო ღამის დადგომამდე ერთი ღამეს გოგონას რჩეულთან ატარებს. რაღა თქმა უნდა, დეიდა ქორწილის ღამესაც წყვილის ოთახში იმყოფება.

იხილეთ სრულად: