1766002982
„20–21 დეკემბრის გასაყარზე ლილიტი მშვილდოსნის ნიშანში გადაინაცვლებს...“ - ასტროლოგის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია
2025 წლის 20–21 დეკემბრის გასაყარზე ლილიტი მორიელის ზოდიაქოს ნიშნიდან მშვილდოსნის ნიშანში გადაინაცვლებს 2026 წლის შუა სექტემბრამდე - ამის შესახებ ასტროლოგი ქეთი ოდიშელი წერს და განმარტავს, რა შედეგს მოიტანს ეს პროცესი.
„ლილიტი ეს არის მთვარის ორბიტის ფიქციური წერტილი, რომელიც პიროვნების ჩრდილოვან, დაფარულ მხარეს გამოხატავს. ის უკავშირდება ცდუნებებს, სოციალური ღირებულებებისგან სრულად გათავისუფლებისკენ სწრაფვას, ახასიათებს უკიდურესობების გამოვლენა.
ლილიტი არ წარმოადგენს საფრთხეს და მხოლოდ ის (ფაქტობრივი პლანეტის გარეშე) არასდროს არის ცხოვრებაში კონკრეტული პრობლემებისა თუ სირთულეებისა მიზეზი.
მშვილდოსნის მმართველი პლანეტაა იუპიტერი, რომელიც ასტროლოგიაში საზღვრების, ფილოსოფიური თვალსაწიერის გაფართოებაზე, განათლებაზე, უცხო კულტურებზე, უცხოეთზე, უცხო ენებზე, რელიგიაზე, კანონთან დაკავშირებულ საკითხებზეა პასუხისმგებელი. მშვილდოსანი ბუნებით მოძღვარია, გურუა, დიდი მასწავლებელია, ისევე როგორც ყველა სხვა ნიშანს, ამ ფსიქოტიპსაც აქვს მანკიერება, ეს არის გადამეტება მორალში, დემაგოგია, შესაბამისად, ლილიტი მშვილდოსანში თავს უყრის კომპლექსურად ზემოთ ჩამოთვლილ თემებთან დაკავშირებულ გადამეტებას, მაცდუნებელ ტენდენციებს, ცრუ სწავლებებს, თვითმოტყუებას“, - წერს ასტროლოგი.









