5 აუცილებელი ვიტამინი და მინერალი იმუნიტეტის გასაძლიერებლად

5 აუცილებელი ვიტამინი და მინერალი იმუნიტეტის გასაძლიერებლად

დაბინძურებული ჰაერი, ყოველდღიური სტრესი, არარეგულარული ძილი, არასწორი კვებითი რეჟიმი – ეს იმ ფაქტორთა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელიც ჩვენს იმუნურ სისტემას განსაკუთრებულ აქვეითებს. შესაბამისად, ზრდის ავადობის ალბათობას. თუმცა ძლიერი იმუნური სისტემა მხოლოდ დაავადებების თავიდან აცილებასა და სწრაფად გამოჯანმრთელებაში არ გვეხმარება – ის გვაძლევს ენერგიას და მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი ცხოვრების ხარისხს.

ორგანიზმის თავდაცვითი მექანიზმების გასაძლიერებლად უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი ცხოვრების წესი – ბალანსირებული კვება, ფიზიკური აქტივობა, ძილის მოწესრიგება და მავნე ჩვევებზე უარის თქმა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიტამინები იმუნიტეტისთვის, ასევე, სხვადასხვა სახის მინერალი და მიკროორგანიზმი.

ფარმაცევტული კომპანია „სმარტფარმი“ წარმოგიდგენთ სტატიას, რომელშიც გაგაცნობთ ძლიერი იმუნიტეტისთვის საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს, ასევე, მათი მიღების გზებს.

C ვიტამინი – ანტიოქსიდანტი, რომელიც უჯრედებს იცავს
C ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია. ის ეხმარება ორგანიზმს შეებრძოლოს თავისუფალ რადიკალებს, ხელს უწყობს იმუნური უჯრედების სწორ ფუნქციონირებას და ამცირებს გაციების სიმპტომებს. ციტრუსები, ბროკოლი, კივი და წიწაკა მისი საუკეთესო წყაროა, თუმცა გარკვეულ სეზონებზე C ვიტამინის საკმარისი რაოდენობით მიღება მაინც გვიჭირს.

D ვიტამინი – „მზის ვიტამინი“
D ვიტამინის როლი იმუნურ სისტემაში შეუცვლელია. ის პასუხისმგებელია იმუნური რეაქციების აქტივაციაზე და ორგანიზმის ბუნებრივ დაცვაზე. ზამთრის სეზონზე, როდესაც მზე იშვიათად ჩანს, მისი დეფიციტი განსაკუთრებით იზრდება. სწორედ ამიტომ, ხშირად საჭირო ხდება მისი დანამატის ან მედიკამენტის სახით მიღება.

თუთია – ძლიერი დამცავი ბარიერი
თუთია კრიტიკულია იმუნური უჯრედების ფორმირებისა და განვითარებისათვის. მისმა დეფიციტმა შესაძლოა ორგანიზმის ინფექციებისადმი მგრძნობელობა მნიშვნელოვნად გაზარდოს. თხილეული, გოგრის თესლი და პარკოსნები თუთიის მდიდარი წყაროა, თუმცა ადამიანთა დიდ ნაწილს მაინც უჭირს მისი საკმარისი რაოდენობით მიღება.

B კომპლექსის ვიტამინები – ენერგია და იმუნური მხარდაჭერა
B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობს ენერგეტიკულ პროცესებში, ნივთიერებათა ცვლაში და ეხმარება ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში. სტრესი კი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც იმუნიტეტს ასუსტებს. ამიტომ B ჯგუფის ვიტამინების რეგულარული მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პრობიოტიკები – ნაწლავების გავლენა იმუნიტეტზე
იმუნური უჯრედების უდიდესი ნაწილი სწორედ ნაწლავებში გამომუშავდება. ამიტომ ჯანმრთელი მიკრობიომი პირდაპირ გავლენას ახდენს იმუნიტეტის სიძლიერეზე. ნაწლავების მიკროფლორის გასაუმჯობესებლად კი აუცილებელია პრობიოტიკები – ისინი უზრუნველყოფს ბაქტერიული ბალანსის აღდგენას, აუმჯობესებს მონელების პროცესს და, საბოლოოდ, ხელს უწყობს ორგანიზმის თავდაცვით ფუნქციების გაძლიერებას.

ორგანიზმის პრობიოტიკებით მომარაგებაში პროიმუნოლაიფი დაგეხმარებათ, რომლის თითოეული კაფსულიც 16 უნიკალურ ბაქტერიულ შტამს და 30 მილიარდ პრობიოტიკს შეიცავს. მისი დახმარებით წესრიგდება ნაწლავური მიკროფლორა, შედეგად კი, ძლიერდება იმუნური სისტემა და ორგანიზმის თავდაცვის უნარი.

ბუნებრივი წყაროები თუ დანამატები?
უმეტეს შემთხვევაში, ვიტამინებსა და მინერალებს საკვებიდან ვიღებთ, თუმცა თანამედროვე ცხოვრების ტემპის, არაბალანსირებული კვებისა და სხვადასხვა სეზონზე წარმოქმნილი დეფიციტების გამო, ყველა მათგანის საკმარისი რაოდენობით მიღება ხშირად ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში მათი მარაგის შევსების მარტივი გზა დანამატებია.

თუმცა გახსოვდეთ, იმუნიტეტის გაძლიერებისთვის ერთჯერადი ქმედებები არ კმარა. ამისთვის აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესი და, საჭიროების შემთხვევაში, სანდო, ხარისხიანი და სწორად შერჩეული დანამატების მიღება.