1733169705
2-8 დეკემბერი: რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ
ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
2 დეკემბერი
ეს დღე ურთიერთობების დალაგების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ დიდი ხანია, ახლობლებთან კონფლიქტი გაქვთ, გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას ვერ ახერხებთ, გადადგით პირველი ნაბიჯები, კომუნიკაციისთვის მოემზადეთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნული დღე მხარდაჭერისა და სიყვარულის გამოხატვისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
3 დეკემბერი
ეს დღე განვლილი პერიოდის ერთგვარი შეჯამება და შედეგების ნახვის პერიოდი იქნება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, თქვენი შრომისა და ძალისხმევის შედეგს სრულად დაინახავთ და ამავდროულად, ნახავთ იმასაც, თუ რა არ გააკეთეთ სწორად. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს დღე მოტივაციას მოგცემთ, კარგი შედეგებითაც გაგახარებთ და ცვლილებებისკენაც გიბიძგებთ.
4 დეკემბერი
იდეალური დღეა შემოქმედებისა და თვითგამოხატვისთვის. შთაგონების პოვნა არ გაგიჭირდებათ და შეძლებთ, საკუთარი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოთ. ეს კი ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით და შესაძლოა, თქვენთვის სასარგებლო ახალი გადაწყვეტილებებიც მიიღოთ.
5 დეკემბერი
თუკი ამ დღეს თქვენი იდეის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავთ და გააჟღერებთ იქ, სადაც საჭიროა, დიდი წარმატება გელოდებათ. ეს განახლების დღეა. აღმოაჩენთ, რომ თქვენს გონებაში ნელ-ნელა არეული ფიქრები ლაგდება და ზუსტად დაინახავთ, რისი გაკეთება გსურთ, რომ ბედნიერი და წარმატებული იყოთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩენებიც გააკეთოთ, საბოლოოდ დაემშვიდობოთ იმ ადამიანებს, რომლებთანაც ტოქსიკური, არასასიამოვნო ურთიერთობები გაქვთ, დაიწყოთ ახალი საქმის შესწავლა ან იმის განხორციელება, რაც სულ გინდოდათ და ვერ ახერხებდით.
6 დეკემბერი
ფრთხილად იყავით. ამ დღეს შესაძლოა, მოულოდნელ კონფლიქტსა და დაპირისპირებაში აღმოჩნდეთ და დღის გეგმები, განწყობა, შემართება მთლიანად შეგეცვალოთ. მომატებული შფოთვა იგრძნოთ და გაგიჩნდეთ განცდა, თითქოს თქვენთან ერთგვარი ქაოსია. ნუ შეგეშინდებათ, შეეცადეთ, კონფლიქტური სიტუაცია არ შექმნათ და დრო მშვიდად გაატაროთ. გარკვეული პერიოდის შემდეგ მიხვდებით, რომ ყველაფერი, რაც ახლა გაშფოთებთ, არც ისე სერიოზული და სანერვიულო იყო, როგორც გეგონათ. დაისახეთ მიზნები და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით საკუთარ სურვილებს. შედეგიც არ დააყოვნებს.... ვრცლად