წყალი 24 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1733254793
დეკემბრიდან საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდა
1-ლი დეკემბრიდან, საქართველოს ეროვნულ პარკებში სამუშაო საათები შეიცვალა.
უფრო კონკრეტულად კი, 1-ლი დეკემბრიდან:
პრომეთეს მღვიმეში, სათაფლიაში, ნავენახევის მღვიმესა და ოკაცეს კანიონში სამუშაო საათები 10-დან 17 საათამდე განისაზღვრა.
რაც შეეხება მარტვილის კანიონს, აქ შესვლა 10-დან 19 საათამდე შეგეძლებათ, ხოლო ოკაცეს ჩანჩქერთან - 10-დან 18 საათამდე.
1-ლი დეკემბრიდან გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავების გარეშე მოძრაობა აიკრძალა.
1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო გახდა.
ძალაში შევიდა „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი
1-ლი დეკემბრიდან საქართველოში ამოქმედდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი. კანონის თანახმად განსაზღვრულია, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება დაუშვებელია.