18 იანვარს 2026 წლის პირველი ახალი მთვარეა - რატომაა ეს დღე განსაკუთრებული და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ

ახალი მთვარე

 18 იანვარს თხის რქის ნიშანში 2026 წლის პირველი ახალი მთვარეა. ეს არის პერიოდი, როდესაც შეგვიძლია, საკუთარ სურვილებსა და გეგმებზე სრულად ვკონცენტრირდეთ და სამომავლო პერსპექტივა ცხადად განვსაზღვროთ.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, თხის რქა ახალ მთვარეზე არქიტექტორის როლს ასრულებს, რომელიც ნელა, მაგრამ ზუსტად მუშაობს. ის საზღვრების საჭიროებას გვახსენებს და გვაჩვენებს, რომ ნებისმიერი წარმატება მკაფიო საყრდენს მოითხოვს. მისი ენერგია სტაბილურობის პოვნაში დაგვეხმარება. ახალი მთვარე კი მოგვიწოდებს, საკუთარ თავს ვკითხოთ, რა გვსურს სინამდვილეში.

თხის რქაში ახალი მთვარე ემოციურ სტაბილურობას იწვევს. ეს კი პრაქტიკული გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელია. 

18 იანვარს ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა. მარსი თხის რქაში პლანეტა მერკურს ხვდება. მარსს მკაფიო გადაწყვეტილების სურვილი მოაქვს, მერკურს კი სიზუსტე. ეს სამომავლოდ მკაფიო ნაბიჯების გადადგმასა და ზუსტი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება.

 როგორც ასტროლოგები ამბობენ, 18 იანვრის ღამე ხსნის ციკლს, რომელიც გამძლეობას, თანმიმდევრულობასა და იდეების ერთგულებას აფასებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავს მოვუსმინოთ და განვლილი ეტაპები შევაფასოთ. ეს უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც თვითგანვითარების სურვილი აქვს. ილუზიები საბოლოოდ ქრება და თითოეულ ჩვენგანს მოუწევს, რეალობა ობიექტურად შეაფასოს...ვრცლად