ლოცვა, რომელიც ნათლისღების წინა დღეს უნდა წაიკითხოთ
1768682453
ფაშისტური დაჯგუფების 16-ვე წევრს პატიმრობა შეეფარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი გამოძიებას განაგრძობს, დანაშაულში მონაწილე სხვა ადამიანების გამოსავლენად. დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ფაშისტური იდეოლოგიით ხელმძღვანელობდნენ. მათ კი, ვინც არ ეთანხმებოდა მათ იდეოლოგიას, განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ძალადობის ამსახველ ფოტო-ვიდეო კადრებს კი ინტერნეტში აქვეყნებდნენ. დაზარალებულთა შორის არიან არასრულწლოვანები.
როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, ბრალდებულთა ნაწილი დანაშაულს აღიარებს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს.
პროკურორის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის დაჯგუფების წევრები სისტემატურად ძალადობდნენ ადამიანებზე როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად და ბრალდების მხარეს ამის თაობაზე ათეულობით მტკიცებულება აქვს მოპოვებული.
სამართალდამცავებმა რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე.