„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
ვერძი
თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან, იქნება ეს პირადი ურთიერთობები, თუ საქმიანი სფერო. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას. ემოციურად რთული დღეა და ეს გაითვალისწინეთ.
კურო
დაზოგეთ თქვენი ენერგორესურსი. შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმიანობით. განსაკუთრებული დრო დაუთმეთ ფინანსურ საკითხებს, სწორად გათვალეთ ხარჯები.
ტყუპები
დღეს გჭირდებათ ოპტიმისტური განწყობა და თავდაჯერებულობა. იყავით დამოუკიდებელი, შესაძლოა, თავი იჩინოს გარკვეულმა ხარვეზებმა სახლში, ან სამსახურში. დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, მცირე სიურპრიზმა გაგახაროთ.
კირჩხიბი
თქვენი ემოციურობა დღეს თვალშისაცემია გარშემომყოფებისთვის, გაითვალისწინეთ ეს სხვადასხვა მოლაპარაკებებისა თუ შეხვედრებისას. ეცადეთ , დღეს რთულ საქმეებს არ შეეჭიდოთ.
ლომი
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, დღეს, ეცადეთ, ნაკლებად იყოთ ინიციატორის როლში, დაკავდით ყოველდღიური საქმიანობით და მეტი სიმშვიდე გამოიჩინეთ. ემოციურად არასტაბილური დღეა, ამიტომ, აკონტროლეთ თავი.
ქალწული
სამსახურში შესაძლოა, მცირე გაუგებრობას ჰქონდეს ადგილი, თუმცა ნუ დაღონდებით, ყველაფერი მალე დალაგდება. აიმაღლეთ განწყობა სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობით და აკონტროლეთ ემოციები.
სასწორი
დღეს, რეკომენდებულია მეტად საქმიანი იყოთ. დაასრულეთ ის საქმეები, რომელიც გარკვეული მიზეზებით ვერ მიიყვანეთ ბოლომდე. პირადი ურთიერთობების წამოწყებისთვის უკეთეს პერიოდს დაელოდეთ.
მორიელი
ნუ გადაიტვირთებით, მოაწესრიგეთ პირადი სივრცე, ჯანმრთელობასაც მეტად მიაქციეთ ყურადღება. ეცადეთ, სამყაროს უფრო ნათელ ფერებში შეხედოთ.
მშვილდოსანი
დღის დასაწყისიდანვე, განსაზღვრეთ მთავარი და მეორადი მნიშვნელობის საკითხები, რომელსაც ქრონოლოგიურად მიყვებით. ნუ გადაიღლებით და მოუფრთხილდით საკუთარ დროს.
თხის რქა
დღეს, შესაძლოა, გაუთვლელი საქმეები გამოგიჩნდეთ, რაც აგაფორიაქებთ, მთავარია, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მიჰყვეთ ყველაფერს ქრონოლოგიურად. დღის ბოლოს განიტვირთეთ.
მერწყული
ეცადეთ, შემოიფარგლოთ იმ საკითხების მოგვარებით, რომელიც უშუალოდ თქვენ გეხებათ. დაზოგეთ ენერგია.
თევზები
ოპტიმიზმი და იუმორის ძალიან წაგადგებათ დღეს. ემოციურად არასტაბილური დღეა, ამიტომ მაქსიმალურად გააკონტროლეთ თავი.