1751402301
„15 დეკემბრამდე ეს ნივთები არ შეიძინოთ...“ - ეზოტერიკოსის რეკომენდაცია

ეზოტერიკოსი ნინა სუსლოვას თქმით, რეტროგრადული მერკურის პერიოდში სასურველი არ არის, რომ ახალი ნივთები შევიძინოთ, განსაკუთრებით, თუ ეს ტექნიკას ეხება.
„რეტროგრადული პერიოდი ყოველთვის ნიშნავს იმას, რომ თავს რაღაც გვახსენებს, რაღაც ბრუნდება, შესაბამისად, მეტი სიფრთხილე გვმართებს. პირველ რიგში, ეს ეხება ტექნიკას - ხშირად ვაწყდებით ფაქტს, რომ მაგალითად, ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდეს, ან არ ფუნქციონირებდეს ისე, როგორც საჭიროა.
გარდა ამისა, 15 დეკემბრის ჩათვლით სასურველი არ არის ტექნიკის შეცვლა. შეიძლება, არ გამოგვადგეს, არ იყოს ფუნქციური, არ მუშაობდეს კარგად, რაღაც პრობლემა ჰქონდეს.
გეტყვით ერთ გამოსავალს, არ არის სასურველი ახალი ნივთების შეძენა, მაგრამ რეტროგრადული მერკურის პერიოდში შესაძლებელია, მეორადი ნივთის ყიდვა. მაგალითად, შეგვიძლია არ შევიძინოთ ახალი ტელეფონი და შევიძინოთ მეორადი. თუ ესეც არ გვაკმაყოფილებს, უმჯობესია, თავი დავიზღვიოთ და დროებით გადავდოთ,“ - ამბობს ეზოტერიკოსი.