13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის მე-14-15 დღე. მერკურის შესვლა ტყუპებში ხსნის პერსპექტივებს. დღეს არა მხოლოდ ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, არამედ, წარმატებასაც მიაღწევთ თითქმის ყველა საკითხში. "შეუძლებელი მისიების" წარმატებით დასრულების დღეა. ფართოდ შეხედეთ ჰორიზონტს და თამამად წადით მიზნისკენ. მას აუცილებლად მიაღწევთ, თუ ყოველ ნაბიჯზე თავდაჯერებულები იქნებით. 

ვერძი

სანამ რაიმე ახალ საქმეს წამოიწყებთ, სჯობს, დაასრულოთ ძველი პრობლემური საქმეები და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. შესაძლოა, ადრე დაშვებული შეცდომების გამო, დაბრკოლებებმა მნიშვნელოვნად შეგაფერხოთ.

კურო

გააანალიზეთ თქვენი საქმიანობა და მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. შეეცადეთ, დამოუკიდებლად, თავად შეიმუშაოთ სამოქმედო სტრატეგია, კარგად გათვალეთ, რას მოგიტანთ ესა თუ ის მოლაპარაკება.

ტყუპები

ნაყოფიერი დღეა, შესაძლოა, შემოთავაზება და დამატებითი სამუშაოც კი მიიღოთ. აქტიური პერიოდია, გაგახარებთ ფინანსური საკითხების სასიკეთოდ მოგვარება.

კირჩხიბი

ნუ ინერვიულებთ ფინანსებთან დაკავშირებით, თქვენ ყველაფერს დაძლევთ და საფრთხე არ გემუქრებათ. შესაძლოა, ცვლილებები განვითარდეს სამსახურთან დაკავშირებით.

ლომი

მართალია, კმაყოფილი ხართ თქვენი შრომის შედეგებით, თუმცა, შესაძლოა იგრძნოთ, რომ მოგბეზრდათ არსებული ერთფეროვნება და გინდათ სიახლეები, ნუ ელოდებით სხვისგან ქმედებებს, თავად შეცვალეთ თქვენი ცხოვრება.

ქალწული

ახალი შესაძლებლობებისა და საქმიანი აქტიურობის დრო დადგა. გამოიყენეთ მეგობრებისა და ახლობლების რჩევები. დიდი ალბათობით, მოგიწევთ გარემოს შეცვლა.

სასწორი

ახლა ყველაზე უპრიანი იქნება მოამზადოთ ნიადაგი თქვენი სამომავლო ქმედებისთვის. დაასრულეთ, ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული საქმეები და თუ საჭიროება მოითხოვს, დროულად შეიტანეთ მათში კორექტივები.

მორიელი

ყველაფერი ჩვეული რიტმით მიედინება, შესაძლოა, მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სამუშაოსთან დაკავშირებით. ელოდეთ საინტერესო ცვლილებებს.

მშვილდოსანი

ჩამოყალიბდით და გადაწყვიტეთ, რას ელოდებით თქვენი გეგმების განხორციელებით, ზედმეტად ნუ შფოთავთ და დიდ მნიშვნელობას ნუ ანიჭებთ სხვათა აზრს თქვენი პროექტის შეფასებისას.

თხის რქა

სახლში არსებული სირთულეები და უამრავი საქმე თქვენგან დიდ ენერგიას მოითხოვს. ელოდეთ, ახალ წარმატებულ გარიგებებსა და პროექტებს. ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

მერწყული

ელოდეთ სასიამოვნო სიახლეებსა და შეხვედრებს. არ დაგტოვებთ ბედნიერებისა და სიხარულის განცდა, რაც ძალიან კარგად აისახება თქვენს შრომისუნარიანობაზე.

თევზები

ნუ იჩქარებთ, გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა, ყველაფერს დროულად მოასწრებთ და შედეგითაც საკმაოდ კმაყოფილი დარჩებით.