12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის მე-15-16 დღე. პრობლემები გაჩნდება ყველგან და ყველა მათგანზე, მაღალი ალბათობით, რეაგირება იქნება მკვეთრი. მაქსიმალურად გააკონტროლეთ ემოციები, რადგან ნეგატივი ბადებს ნეგატივს. სჯობს, დილიდანვე გაიღიმოთ და ეცადოთ, პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ. რისკი არ არის გამართლებული, არ ვატარებთ ექსპერიმენტებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიღებთ გადაწყვეტილებას,  თუ შედეგში სრულიად დარწმუნებული ვართ.

ვერძი

იმოქმედეთ მშვიდად, შფოთის გარეშე, მოიშორეთ მელანქოლიური ფიქრები, დღეს ნუ გამოამზეურებთ თქვენს ნაკლოვანებებსა და სისუსტეებს.

კურო

გზებზე მოსალოდნელია გარკვეული პრობლემები, სასურველია, მინიმუმამდე შეამციროთ მოგზაურობები. 

ტყუპები

თქვენი ოცნებების ასრულებისთვის ნუ დაზოგავთ თქვენს ძალებს და სასურველ შედეგს აუცილებლად მიიღებთ.

კირჩხიბი

ვარკსვლავები გირჩევენ,  მკვეთრი რეაგირება არ მოახდინოთ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. ასევე მნიშვნელოვანია, დროულად შეასრულოთ ვალდებულებები.

ლომი

პირად სფეროში ჰარმონიული ატმოსფეროა. მაგრამ ნუ დაიწყებთ წარსულის ქექვას და ნურც ადრე დადებულ პირობას დაარღვევთ.

ქალწული

იყავით თავშეკავებული და ნაკლებად პრეტენზიული ირგვლივ მყოფთა მიმართ, ნუ წამოიწყებთ კამათს.

სასწორი

თავი შეიკავეთ აგრესიის გამოვლენისგან. იყავით თავდაჭერილი, ნუ შეეცდებით შეცვალოთ ის, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ.

მორიელი

დამღლელი და დამქანცველი დღის შემდეგ, სასიამოვნო დასვენებისა და ძალების აღდგენის გარემო შეიქმენით.

მშვილდოსანი

შესაძლოა, დღეს თქვენში შფოთმა დაისადგუროს, ნუ აჰყვებით მელანქოლიურ აზრებს, ნუ გარისკავთ, დამშვიდდით და დრო მეგობრების წრეში გაატარეთ.

თხის რქა

დღეს მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს პარტნიორსა და ოჯახის წევრებს. 

მერწყული

იყავით ინიციატივიანი და ნუ დაელოდებით პირველ ნაბიჯებს სხვებისგან. სწორედ ამგვარი ქმედებით მიაღწევთ წარმატებებს მნიშვნელოვან საქმეებში.

თევზები

ახალი ემოციური ვნებათაღელვის, ახალი რომანების, ფლირტის დროა. თუ მარტო ხართ, შესაფერისი დროა,  სიყვარულის ძიება დაიწყოთ.