პროკურატურა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
1769603827
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე ამ დღეებში, ბათუმში, სოციალურ სახლებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
პოლიტიკოსის განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის გადაწყვეტილებით, შესაბამისი კომისია საცხოვრისის საჭიროების მქონე თითოეული მოქალაქის განცხადებას დეტალურად და ობიექტურად შეისწავლის, რის შემდეგაც მიიღება სათანადო გადაწყვეტილებები:
„სულხან თამაზაშვილის თანმიმდევრული პოლიტიკა და ქმედებები ნათლად ასახავს აჭარის მთავრობის პრიორიტეტებს, მის მიმართულებას. ის სრულად ჯდება საქართველოს მთავრობის ზოგად პოლიტიკაში და ორიენტირებულია ხალხზე, ჩვენი მოსახლეობის რეალურ საჭიროებებზე.
ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტმა მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა, აქცენტები კეთდება სოციალურ, ინფრასტრუქტურულ მიმართულებებზე და ამის დასტურია სოციალურ სახლებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიც. გადაწყვეტილება განპირობებულია იმ საჭიროებებით, რაც რეალურად გვაქვს აჭარაში,“ - აცხადებს ილია ვერძაძე.