მომღერალი მარიამ მამისმედიშვილი რუსა მორჩილაძის ახალ სიმღერაზე მუშაობს

მარიამ მამისმედიშვილი

მომღერალი მარიამ მამისმედიშვილი მუშაობს კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის ახალ სიმღერაზე, რომელიც ყველასათვის საყვარელმა კომპოზიტორმა სპეციალურად შექმნა მარიამისთვის.

ტექსტზე იმუშავა ირინა სანიკიძემ.

არანჟირება ეკუთვნის ბორიკო შხიანს.

სიმღერა ჩაიწერა გიგა კუხიანიძის სტუდიაში.

პროექტის პროდიუსერი კი ბექა ხალათაშვილია. 

კომპოზიტორი მარიამს უწინასწარმეტყველებს, რომ სიმღერა ჰიტი გახდება.