ჭკუათმყოფელი რუსთავი 2-ზე დარჩება? – „სხვა შუადღის“ ერთ-ერთი წამყვანი

22:05 08-25-2019
45959

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის „სხვა შუადღის“ წამყვანები ამ დრომდე  რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

„პრაიმტაიმი“ „სხვა შუადღის“ წამყვანებს დაუკავშირდა. როგორც წამყვანმა და მსახიობმა ბაია დვალიშვილმა თქვა, ის რუსთავი 2-ზე არ რჩება.

„ჭკუათმყოფელი რუსთავი 2-ზე დარჩება? არც მე ვრჩები, რა თქმა უნდა“  - დასძინა ბაია დვალიშვილმა.

„პრაიმტაიმი“ თიკა ფაცაციასაც დაუკავშირდა. როგორც წამყვანმა და მომღერალმა განაცხადა, ის შვებულებაშია და ჯერ გადაწყვეტილება რჩება თუ არა რუსთავი 2-ში არ მიუღია.

„შვებულებაში ვარ და ჯერ არაფერი არ ვიცი. როცა გამოვალ მერე გავაკეთებ კომენტარს“ - ამბობს თიკა ფაცაცია.

მიუხედავად არაერთი მცდელობისა „პრაიმტაიმმა“ აჩიკო სოლოღაშვილთან, გვანცა დარასელიასთან და ნინო ხოშტარიასთან დაკავშირება ვერ მოახერხა. ასე, რომ მათი გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: თამარ ბუჩუკური