მათ არ სურთ, რომ თქვენ შვილები გყავდეთ - ვინ არიან ანტინატალისტები

15:59 08-15-2019
321

ფილოსოფია, რომელსაც ანტინატალიზმი ეწოდება, ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში გაჩნდა, თუმცა სოციალური ქსელების ეპოქაში ახალი სიცოცხლე შეიძინა და მათ ვრცელი სტატია BBC-მაც მიუძღვნა. 

თანამედროვე ანტინატილისტების იდეოლოგად შეიძლება დავასახელოთ სამხრეთაფრიკელი ფილოსოფოსი დევიდ ბენატარი, რომელმაც თავისი აზრები წიგნში აღწერა - „ჯობს, რომ არ ვიყოთ: გაჩენისგან წარმოქმნილი ზიანი“.

Facebook-ზე და Reddit-ზე ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე ჯგუფია, რომელსაც ათასობით გამომწერი ჰყავს:  თემას - у r/antinatalism, დაახლოებით 35 ათასი ფოლოვერი ჰყავს, ხოლო ჯგუფი Antinatalism 6 ათასს გამომწერს აერთიანებს.

ანტინატალისტები არიან ადამიანები, რომლებიც ნეგატიურად აფასებენ ადამიანების გამრავლების პროცესს,თუმცა საერთო ფილოსოფია არ აერთიანებთ და ამ იდეოლოგიას სხვა განშტოებებიც აქვს. 

ამ იდეოლოგიის მატარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცხოვრობენ და თავიანთ აზრებს ამართლებენ „ცუდი გენებიდან“ დაწყებული არგუმენტებით და „ბავშვების ტანჯვით“ დამთავრებული. 

ჯერჯერობით ეს მოძრობა მარგინალურია, თუმცა ბოლო დროს, განსაკუთრებით ეკოლოგები, მათ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. ბევრ მათგანს მიაჩნია, რომ ადამიანები არის მთავარი და ძირითადი მიზეზი იმისა, რომ გარემოს დაბინძურება ხდება ყოველდღიურად, ამის გამო მათ მიაჩნიათ, რომ უმჯობესია შემცირდეს პოპულაცია, რათა გადარჩეს დედამიწა. 

ასევე ისინი საუბრობენ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მათი თქმით, უპასუხისმგებლოა მშობელი, რომელიც დეპრესიის და აშლილობის მიუხედავად აჩენს შვილს და შემდეგ ბავშვსაც ასეთ გარემოში ზრდის. 

ანტინატალისტების თქმით, პრობლემატურია ფინანსებიც. ოჯახი, რომელსაც არ შეუძლია ბავშვს სათანადოდ მოუაროს, მაგრამ მაინც აჩენს მას, ანტინატალისტებისთვის უარყოფით კონტექსტში განიხილება.