„ლოთების რეიტინგში“ მეორე ადგილზეა - ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენლებს უყვართ ალკოჰოლი ყველაზე მეტად

ასტროლოგია

სახუმარო ალკორეიტინგი საშუალებას მოგცემთ შეაფასოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ალკოჰოლი თქვენი ან თქვენი მეგობრების ცხოვრებაში ან, უბრალოდ, იცინოთ.

ტყუპი

მოდუნება ტყუპების საყვარელი საქმიანობაა. ამისათვის მათ საერთოდ არ სჭირდებათ კომპანია, რადგან საკუთარი თავის საუკეთესო მეგობრები არიან, თუმცა არც კარგ კომპანიონებთან ერთად დალევაზე ამბობენ უარს. ასე, რომ ტყუპები – პირველი ადგილი.

ვერძი

არაფერი ისე არ ახასიათებს ვერძს, როგორც ალკოჰოლის სიყვარული. გენეტიკურია ეს სიყვარული, თუ ჰოროსკოპი განაპირობებს, არავინ იცის, სამაგიეროდ, ყველამ იცის, რომ ვერძი ცხოვრების არცერთ მნიშვნელოვან მოვლენას ალკოჰოლის გარეშე არ აღნიშნავს. ვერძი „ლოთების რეიტინგში“ – მე-2 ადგილზეა.

სასწორი

„ლოთების რეიტინგში“ ბრინჯაოს მედალი უდავოდ სასწორს ეკუთვნის. სმა მისთვის არა მარტო მიზანი, არამედ საშუალებაცაა. ის ეხმარება უფრო კარგად დაემალოს ბოროტ და არასრულყოფილ სამყაროს, რომელიც სასწორის მყიფე ბუნებას აზიანებს. თუ ვინმეს შეუძლია წყალი ღვინოდ აქციოს, ეს, რა თქმა უნდა, სასწორია. დიახ, საპატიო მე-3 ადგილი.

მშვილდოსანი

ის, რომ მშვილდოსანი სამეულში არ მოხვდა, შეიძლება შემთხვევითობას მივაწეროთ. მშვილდოსნისა და ალკოჰოლის სიყვარული ორმხრივი და ღრმაა. გართობა და მხიარულება ისაა, რაც მშვილდოსანს სიმთვრალის უფსკრულში იზიდავს, ამიტომ დალევის მიზეზი ხშირად მეორეხარისხოვანი და ზედმეტია. მშვილდოსანს ბუნებრივი მონაცემები საშუალებას არ აძლევს, რომ ალკოჰოლიზმში სრულად ჩაიძიროს, ამიტომ სასმლისთვის თავის დანებება ნებისმიერ ასაკში შეუძლიათ. „ლოთების რეიტინგში“ მშვილდოსანი მე-4 ადგილზეა.

კურო

კუროს და ალკოჰოლს შორის ურთიერთობის საოცარი სიმარტივეა. მათ ერთმანეთი ახალგაზრდობის პერიოდიდან, თითქმის ერთი ნახვით უყვარდებათ და ერთად არიან, სანამ სიკვდილი არ დააშორებთ. ერთადერთი, რაც ამ ორმხრივ სიყვარულს აფერმკრთალებს, დილის ნაბახუსევია. ამას ბევრი კურო ვერ უძლებს და სამუდამოდ ანებებს სმას თავს. კურო რეიტინგში მეხუთეა.

ქალწული

მათ დალევა უყვართ, მაგრამ შესანიშნავად აკონტროლებენ საკუთარ თავს, ქცევას და მეტყველებას, ამიტომ ხშირად გარშემო მყოფთა გაოცებას იწვევენ. ქალწულისთვის ალკოჰოლი მცდელობაა, როგორმე გამოვიდეს იმ ჩარჩოებიდან, რომელშიც საკუთარი თავი მოაქცია. ნახეთ სრულად