ამერიკის სასანქციო სიაში ქართული კომპანიაც მოხვდა?

15:28 08-14-2019
2

აშშ-ის ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიურო სასანქციო სიაში შეყვანილი კომპანიების სიებს აქვეყნებს.

სიაში მოხვდნენ ის კომპანიები, რომლებიც ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება და ქვეყანას საფრთხეს უქმნის. ინფორმაციას federalregister.gov ავრცელებს.

ექსპორტის ადმინისტრაციული რეგულაციების სამსახურის მიხედვით, სიაში ათობით სხვადასხვა კომპანია მოხვდა. სასანქციო სიაში მოხვედრილი კომპანიების უმეტესობა ბელგიიდან, კანადიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, მალაიზიიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ნიდერლანდებიდან არიან.

აღსანიშნავია, რომ სანქცირებულ კომპანიებს შორის მოხვდა ქართული კომპანია Georgia Petrochemical and Aviatech (ქართული პეტრქოიმია და ავიატექნიკა). ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიუროს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქართული კომპანია შეეცადა უკანონოდ შეესყიდა ნავთობი ირანისგან და მალაიზიაში გაეყიდა.