იმედი გვაქვს, რომ ანაკლიის კონსორციუმი ჩაეტევა ვადაში - თურნავა

12:26 08-14-2019

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ გვერდით დავუდგეთ- განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასაუხოდ.

ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ ანაკლიის კონსორციუმი ვადაში ჩაეტევა

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ანაკლიის კონსორციუმი ჩაეტევა ვადაში. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გვერდში დავუდგეთ მათ და გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი შეასრულებენ თავის ვალდებულებას. მოდით, დაველოდოთ და ნუ გავასწრებთ მოვლენებს. პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ დიდი მოთმინებით ველოდებით კონსორციუმის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“ - აცხადებს თურნავა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებს შორის ანაკლიის პორტის სესხის პირობებზე შეთანხმება მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.