სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები გაიზარდა

19:27 08-11-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ივნისში სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამი აღების ფაქტები წინა წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 42.86%-ით გაიზარდა. 

მიმდინარე წელს ქრთამის აღების 40, ხოლო 2018 წლის იანვარ-ივნისში ამავე დანაშაულის 28 ფაქტი დაფიქსირდა.

უწყების ცნობით, 2019 წლის იანვარ-ივნისში ქრთამის აღების 40, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 42, სამსახურებრივი გულგრილობის 33, სამსახურებრივი სიყალბის 17 და ქრთამის მიცემის 6 შემთხვევა დაფიქსირდა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური