პოლ მაკ-კარტნი „the Beatles“- ის კლასიკური ფოტოგრაფიის 50 წლის იუბილეს არ დაესწრო

18:33 08-09-2019

გულშემატკივრები „the Beatles“- ის კლასიკური ფოტოგრაფიის 50 წლის იუბილეზე „Abbey Road“- ზე შეიკრიბნენ.

width=600

„CNN“-ის ინფორმაციით, 1969 წლის 8 აგვისტოს, მუსიკალურმა ჯგუფმა - „the Beatles“, Abbey Road - ის გარეკანისთვის ფოტოსესია მოაწყო, ბოლო ალბომი, რომელიც ჯგუფის წევრებმა ჩაწერეს(თუმც იგი, სიმღერის Let It Be-ის გამოსვლამდე გამოვიდა).

width=600

50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ლონდონში, სენტ-ჯონს ვუდში და მის ცნობილ ქუჩაზე „Abbey Road Studios“- ში ასობით გულშემატკივარი შეიკრიბა.

გადაიღეს ჯგუფის წევრების მსგავსი ფოტოები, ალბომების გარეკანი ხელახლა შექმნეს.

width=600

Abbey Road - ის გარეკანი, მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანია - მისი „ზებრა“ გადასასვლელი, ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა. ამ ადგილზე, ფანების გულშემატკივრები ყოველწლიურად ჯონ ლენონის, პოლ მაკკარტნის, ჯორჯ ჰარისონის და რინგო სტარის გამოსახულების ხელახლა შექმნას ცდილობენ.

„Abbey Road Studios“ 2011 წლიდან, გზაჯვარედინზე კამერებით მუშაობს და მასაც კი აქვს დიდების კედელი, რომელიც ქრონიკებს, კამერით უღებს რამდენიმე უცნაურ, ან საინტერესო მომენტებს. 

ამჯერად პოლ მაკ-კარტნი არ იყო, მაგრამ შარშან, ალბომის გამოქვეყნრბიდან 49 წლის იუბილემდე რამდენიმე კვირით ადრე, მან გადაკვეთა ეს გზა და თაყვანისმცემლებისთვის კონცერტის შესასრულებად, „Abbey Road Studios“- ში მივიდა

width=600

შეგახსენებთ, რომ ბრიტანული მედიაჯგუფ „EMI Group“-ის ცნობილ ხმისჩამწერ სტუდია „ები-როუდში“ საკუთარ მუსიკას იწერდნენ „The Beatles“ და ბევრი სხვა პოპულარული შემსრულებლები. „The Beatles“-ის მიერ ქრონოლოგიურად უკანასკნელი ჩაწერილი ალბომის სახელწოდებაა - „Abbey Road“. ამ ალბომის გარეკანზე გამოსახულია ჯგუფის ოთხივე წევრი, რომლებიც ქუჩაზე გადადიან საფეხმავლო გადასასვლელზე, რომელიც მდებარეობს დაახლოებით სტუდიაში შესასვლელთან. შედეგად ქუჩა მყარად ასოცირდება „The Beatles“-თან და 1970 წლიდან ტურისტების მასობრივი მონახულების ადგილია. მიუხედავად „ები-როუდზე“ მჭიდრო ტრაფიკისა, ყველაზე უფრო ცნობილი საფეხმავლო გადასასვლელი გახდა ფოტოგადამღებთა პოპულარული ობიექტი.

ავტორი: რუსა ღვანიძე