ნოდარიკო ხუციშვილი ტელევიზიას აღარ დაუბრუნდება

22:35 07-31-2019
241

მომღერალი ნოდარიკო ხუციშვილი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში „რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა შუაღამის“ ერთ-ერთი წამყვანი იყო გადაცემა სეზონის დახურვამდე დატოვა. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ნოდარიკო ხუციშვილი ამბობს, რომ საქმიანობას პირდაპირი ეთერის რეჟიმში მუშაობას ვეღარ უთავსებდა და სამომავლოდ ტელევიზიაში მუშაობას აღარ აპირებს. 

„გადაცემიდან მანამდე წამოვედი, ვიდრე სეზონი დაიხურებოდა. მიჭირს ლაივ რეჟიმში მუშაობა რადგან ტურიზმშიც ვარ, ვმღერი და აღარ გამომდიოდა ყველაფერი ერთად. ჩემი მიზეზების გამო არ მგონია, რომ ტელევიზიაში დავბრუნდე“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ ნოდარიკო ხუციშვილმა.