ნახეთ, რომელი ცნობილი მომღერლები უდგებიან თავდებში “კანონიერ ქურდს”

00:32 07-27-2019
2

ლუბა უსპენსკაია, ლევ ლეშენკო, ალექსანდრე სეროვი და სხვები კრიმინალური სამყაროს გავლენიანი ლიდერის გათავისუფლებას ითხოვენ

პოსტაბჭოთა სივრის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ ოლეგ შიშკანოვი, რომელსაც კრიმინალურ სამყაროში „შიშკანის“ მეტსახელით იცნობენ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელობის ბრალდებით მოსკოვში დააკავეს. სასამართლო პროცესზე „კანონიერი ქურდის“ ადვოკატმა წარადგინა პეტიცია, რომელსაც ხელს 50-ზე მეტი ადამიანი აწერს, მათ შორის პოპულარული მომღერლები და სპორტსმენები.  ისინი ოლეგ შიშკანოვს თავდებში უდგებიან და მის გათავისუფლებას ითხოვენ. 

პეტიციას ხელს წერენ ლუბა უსპენსკაია, ლევ ლეშენკო, ალექსანდრე სეროვი, ვალერი გაზაევი, ნიკიტა სიმონიანი და სხვები.