ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

პოლიტიკა 1714484845

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის აღმასრულებელ დირექტორ რეიჩელ ტომპსონს და ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორ ლიზა რაიტს შეხვდა.შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პარტნიორობის საკითხებზე.ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა წლიური შეხვედრის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ADB-ის აღმასრულებელ დირექტორებს გააცნო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება და ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა.შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით და აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი კვლავ განაგრძობს ქვეყნის მხარდაჭერას.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პოლიტიკა 1714484734

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე სხვადასხვა სფეროში.ხაზი გაესვა იტალიის მნიშვნელოვან როლს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საქმეში.საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

ფრენები

საზოგადოება 1714484460

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შიდა ფრენებზე სააღდგომოდ დამატებით ავიარეისებს ნიშნავს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით რვა  ავიარეისს ნიშნავს.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 2-8 მაისის პერიოდში შესრულდება შემდეგი განრიგით:„2 მაისი: ნატახტარი – ამბროლაური გაფრენა -17:00 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი გაფრენა -18:15 საათზე;3 მაისი:ნატახტარი – მესტია, გაფრენა- 16:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 18:15საათზე;6 მაისი: ნატახტარი -ამბროლაური, გაფრენა – 17:15 საათზე, ამბროლაური- ნატახტარი გაფრენა – 18:15საათზე;8 მაისი: ნატახტარი – მესტია გაფრენა- 16:15 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა 18:15საათზე.შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით – 90 ლარი, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფული ზოდიაქო

ჰოროსკოპი 1714483980

„ფინანსური ფავორიტი კურო იქნება“ - ნახეთ, კიდევ 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც წელს გამდიდრდება

გაინტერესებთ, ხართ თუ არა იმ იღბლიანთა შორის, რომლებიც 2024 წელს გამდიდრდებიან? ასტროლოგებია აზრით, ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლები მნიშვნელოვან თანხას გამოიმუშავებენ, დანარჩენებისთვის კი წელს ფულის გამომუშავება ადვილი არ იქნება, მაგრამ არც შეუძლებელი – მთავარია შრომისმოყვარეობა.ზოდიაქოს ნიშნებს შორის ფინანსური ფავორიტი კურო იქნება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელით. ეს განპირობებულია კუროების შრომისმოყვარეობით, სიმტკიცით, სამუშაო ეთიკით, რაც მათ სხვებისგან გამოარჩევს და ფულის მართვის შესანიშნავი უნარით. მათი სტაბილური მუშაობა დაფასდება. გარდა ამისა, 2024  წელს მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად მათი კაპიტალი მეტად მზარდი გახდება.ასტროლოგების აზრით, გამდიდრების კანდიდატთა რეიტინგში შემდეგი თხის რქაა  –  ამ ნიშანს ფინანსური წარმატების მიღწევის დიდი შანსი აქვს. თხის რქა ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა სამსახურებრივი პოზიცია, სოციალური სტატუსი და მატერიალური მდგომარეობაც გაიუმჯობესოს. 2024  წელს ამ ნიშნის წარმომადგენელთა ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდება – ეს იქნება შესანიშნავი წელი ძლიერი საქმიანი ურთიერთობების დამყარებისთვის.2024  წელს ფინანსურ წარმატებას შესაძლოა ცეცხლოვანმა ლომმაც მიაღწიოს. ამ ნიშნის ძლიერ პიროვნებას  წარმატება  განსაკუთრებით ხელმძღვანელ პოზიციებზე ელის. ლომები სწრაფი ნაბიჯებით მიიწევენ დასახული მიზნისკენ და კონკურენტებს საშუალებას არ აძლევენ, ხელი შეუშალონ მათ სასურველის მიღწევაში. ლომებს აქვთ განსაკუთრებული თვისება, გაიჩინონ მოკავშირეები ყველგან, სადაც არ უნდა წავიდნენ, ასე რომ, თხის რქის მსგავსად, ისინი შესანიშნავად ახერხებენ სასარგებლო კავშირების დამყარებას.ასტროლოგების აზრით, ქალწული კიდევ ერთი ზოდიაქოს ნიშანია, რომლის წარმომადგენლებსაც 2024 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური წარმატება ელოდებათ. ქალწული გამოირჩევა ანალიტიკური აზროვნებით და ახასიათებს ჭკვიანური ინვესტიციები, რაც წარმატებას მოუტანთ და დიდ მატერიალურ მოგებასაც ჰპირდება. ნახეთ სრულად

საზოგადოება „ქართული“ამერიკელ სენატორებს მიმართავს

პოლიტიკა 1714483462

საზოგადოება „ქართული“ ამერიკელ სენატორებს მიმართავს

საზოგადოება „ქართული“ამერიკელ სენატორებს მიმართავს.„გვსურს გამოვეხმაუროთ ამერიკელი სენატორების ბოლო განცხადებას, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით:ჩვენ, ქართველებმა ვიცით მეგობრობის და პარტნიორობის ფასი. შესაბამისად, დიდად ვაფასებთ აშშ-ს მრავალწლიან მხარდაჭერას და არაღიარების პოლიტიკას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების, ეკონომიკის და სხვადასხვა სფეროს განვითარებაში ამერიკის მრავალწლიან ძალისხმევას და თანადგომას.თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს რომ საქართველო, როგორც სტრატეგიული და თანაბარუფლებიანი პარტნიორი და მეგობარი, ასევე ათწლელულებია აშშ-ს გვერდით იდგა და დგას ტერორიზმის, თუ სხვადასხვა საერთაშორისო უსაფრთხიების ამოცანებისა და გამოწვევების დაძლევაში (ერაყი, ავღანეთი). ასევე, გლობალურ დიპლომატიურ სარბიელზე, საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ს ინტერესების მხარდამჭერი და გამზიარებელი. შესაბამისად, საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა თანაბარუფლებიან და თანასწორ პარტნიორულ ურთიერთობას უნდა ეფუძნებოდეს და არა ვასალობის პრინციპებს.ჩვენს, წუხილს იწვევს თქვენი განცხადება, რომელიც მიზნად ისახავს მკვეთრად ემოციური და არადიპლომატიური ტონით, გავლენა მოახდინოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე.მართალია, საქართველო ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფოა, თუმცა ერის უწყვეტობის მრავალსაუკუნივანი ტრადიციით, ქართველი ერი ერთ-ერთი უძველესი ერია მსოფლიოში, რომელიც მუდმივად იბრძოდა და იმარჯვებდა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში. ასე იქნება მომავალშიც. ჩვენ კარგად გვესმის და ვიაზრებთ, რომ მრავალი თაობის ბრძოლისა და თავგანწირვის შემდეგ მოპოვებული ჩვენი სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და ერის სუვერენული უფლება, თავად ვმართოთ ჩვენი ბედი, დათმობას და გადახედვას არ ექვემდებარება.ჩვენ მივესალმებით აშშ-სა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთიბების გაღრმავებას და პარტნიორობის ახალი ეტაპზე ასვლას. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, განიხილოთ საქართველოს ხელისუფლების ინიციატივები უვიზო მიმოსვლის, პირდაპირი ფრენების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რაც სიკეთეს მოუტანს ქართველ და ამერიკელ ხალხს.მუქარა და შანტაჟი არ არის მეგობრებს შორის ურთიერთობის ჯანსაღი ფორმა. დამოუკიდებლობის 35 წლის თავზე ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ გადის განვითარების მნიშვნელოვან გზას, თუმცა ყოველთვის აქვს მზაობა, იბრძოლოს დამოუკიდებლობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის. მიგვაჩნია, რომ როგორც აშშ-ს, ასევე საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, აქვს სრული ლეგიტიმური უფლება იცოდეს ვინ და რისთვის ხარჯავს ფულს ჩვენ ქვეყანაში. ასევე, საკანონმდებლო, თუ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ თავად განსაზღვროს, რა კანონი, ან გადაწყვეტილება სჭირდება ქვეყანას ამა თუ იმ მოცემულობაში. არავის აქვს უფლება გვიკარნახოს პოლიტიკური დღის წესრიგი.ამიტომ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობებთან უკიდურესად შეუსაბამო განცხადებებისაგან და ერთად ვიზრუნოთ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში აღებული ურთიერთვალდებულებების შესრულებაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გავაღრმაოთ ჩვენს ხალხებს შორის თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა“, - წერს საზოგადოება „ქართული“ სოციალურ ქსელში.