დღის ფოტო: ექთნები მძიმე ღამის შემდეგ... - ფოტო მშობელმა გადაიღო

16:13 07-12-2019
6

ბავ­შვთა ჰოს­პი­სიცი­ცი­ნა­თე­ლა“ facebook-ის გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს ფო­ტოს, სა­დაც ჩანს, რომ მძი­მე სამუშაო ღამის შემდეგ ექთ­ნებს ია­ტაკ­ზე ძინავთ.

„იყო ექთანი, ნიშნავს პაციენტებზე ზრუნვაში გათენებულ ღამეებს, თანაგრძნობასა და მოთმინებას, ჩვენი ბავშვების მშობლების და ახლობლების დამშვიდებას ყველაზე უფრო სტრესულ სიტუაციებშიც კი;

იყო ჰოსპისის ექთანი, ნიშნავს შეგეძლოს მშვიდად, ღიმილით და სიყვარულით გააცილო ბავშვი იმქვეყნიურ ცხოვრებაში და მალევე გადმოერთო ამქვეყნიურ აურზაურში;

იყო ჰოსპისის ექთანი, ნიშნავს არავის დაანახო შენი დარდი და მწუხარება და არავინ დაამძიმო შენი ემოციებით.
ეს ჩაძინებული გოგოები ჩვენი ჰოსპისის ექთნები არიან.

ფოტო ერთერთი მშობლის მიერ, მძიმე ღამის, ციცინათელის გაფრენის შემდეგ არის გადაღებული“- წერია ფოტოს აღწერაში.