გატაცებული 300 ფარი და 30 პოლიციელი - გახარიას განმარტება სპეცსაშუალებების გამოყენებაზე

20:42 07-11-2019
215

ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში შს მინისტრმა განმარტა, რატომ გახდა იძულებული პოლიცია 20 ივნისის ღამით სპეცსაშუალებები გამოეყენებინა.

„როგორც კი, კონკრეტული პოლიტიკოსების საფუძველზე პარლამენტზე რამდენიმე ფლანგიდან მიიტანეს შეტევა, ეს აქცია გახდა ძალადობრივი. არ ვამბობ, რომ ყველა მონაწილე იღებდა ამ ძალადობაში მონაწილეობას. ამ აქციაზე 10 საათიდან, დაახლოებით ორსაათნახევარი, ჩემი ბრძანებით, არცერთ პოლიციელს არანაირი სპეციალური საშუალება არ გამოუყენებია ერთადერთი მიზეზით - მათ ჰქონდათ კონკრეტული ბრძანება, მხოლოდდამხოლოდ ცოცხალი ჯაჭვით დაეცვათ პარლამენტის შენობა და ამ ხალხის ჯანმრთელობა. რა მოხდა ამ ორსაათნახევარში: იმ პოლიტიკოსების და სისტემური ორგანიზებული ჯგუფების შეტევის შედეგად, პოლიციელებს გასტაცეს სამასზე მეტი ფარი, 30 პოლიციელი გაიტაცეს ამ მასაში... არცერთი ნაბიჯი პოლიციას პარლამენტის პერიმეტრს მიღმა არ გაუკეთებია. პოლიცია თავის თავის დაცვას ვეღარ ახერხებდა. სამასზე მეტი ფარია გატაცებული, ინგა... ამის შემდგომ, პოლიცია გახდა იძულებული, გამოეყენებინა ის სპეციალური საშუალებები, რომლებიც, აბსოლუტურად კანონიერად მას ჰქონდა აღჭურვილობაში“, - აცხადებს გახარია.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებშიც შს მინისტრის ინტერვიუ გადაცემაში საპროტესტო აქციის ფონზე გრძელდება.