ავღანეთში დაშავებული ლეიტენანტის ემოციური შეხვედრა ოჯახთან (ვიდეო)

18:05 07-11-2019

ხანგრძლივი მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ, უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე აშშ-დან საქართველოში დაბრუნდა.

ივერი ბუაძემ სხეულის მძიმე დაზიანება 2017 წლის 6 სექტემბერს ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას, ბაგრამის ავიაბაზის ახლოს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად მიიღო.width=960

თავდაპირველად, ივერი ბუაძე ავღანეთიდან სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, შემდეგ კი რეაბილიტაციის კურსს აშშ-ში, ვაშინგტონში ვოლტერ რიდის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადიოდა.width=960

ამჟამად, ქართველი ოფიცერი სამკურნალო შვებულებაში იმყოფება, თუმცა, უახლოეს მომავალში სამსახურს სენაკში, II ქვეით ბრიგადაში შტაბის S-2 ასისტენტის თანამდებობაზე გააგრძელებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ოჯახის წევრები, II ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია, აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელები და თანამებრძოლები დახვდნენ.