ურეკში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დაიღუპა

14:11 07-11-2019

ურეკში 60 წლამდე ასაკის ქალი დაიღუპა. იგი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

„შემთხვევა დილით ადრე მოხდა. 60 წლამდე ასაკის ქალი ზღვაში შევიდა და სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა, - განუცხადეს „პრაიმტაიმს“ უწყებაში.

მსგავსი შემთხვევა გუშინაც დაფიქსირდა. ზღვამ 60 წლამდე მამაკაცის ცხედარის გამორიყა, რომელიც ცოლთან ერთად ზღვაში იმყოფებოდა.

სწორედ ცოლმა დარეკა სამაშველო სამსახურში, მაგრამ მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. იგი სომხეთის მოქალაქე იყო.

 

ავტორი: ლაშა სარჯველაძე