ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1714597873

მამუკა მდინარაძე - რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია

 რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია, პასუხს გასცემს პოლიცია და ბავშვები ცემესო, გამოხტებიან და ვიღაცები დაწერენ. ცოტა ადეკვატურები რომ ვიყოთ, ჯობია - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში.მამუკა მდინარაძე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაფიქრდნენ, ვის და რის ბრძოლაში არიან. „ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამას აქვს თავის საფუძველი. ამდენი ხნის განმავლობაში რომ ვიხვეწებით, ერთი არგუმენტი გვითხარით, გამჭვირვალობაში და დეკარაციის შევსებაში რა არის რუსული, ყველაფრის თავის სახელის დარქმევაში, თუ უცხოეთიდან ფინანსდები, ამ ფინანსებს თავისი ინტერესები მოსდევს, ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებაში, ამაზე ხომ პასუხი ვერ გაგვცეს. რაზეც რუსულიაო, დაიწყეს ლაპარაკი, ყველაფერი ამერიკულიდან გადმოწერილი აღმოჩნდა და რანაირად? ამ ბავშვებმაც ხომ უნდა იფიქრონ? შვილებო, ძმებო, დებო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ყველას მივმართავ, დაფიქრდით, თქვენ თვითონ წაიკითხეთ, ვის ბრძოლაში ხართ, რის ბრძოლაში ხართ? გავა 10-15 წელი, გაიზრდებიან ეს ბავშვები, აუხსნიან მერე ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ, ზუსტად მიხვდებიან, რაშიც არის საქმე და რა დააყენეს პატრიოტიზმის მოტივით ისტორიის ცუდ მხარეს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.      

პრინცესა დაიანა

მსოფლიო 1714597291

როგორ სახლში ცხოვრობდა პრინცესა დაიანა ბავშვობაში

ხალხის პრინცესას, დაიანას ბავშვობის სახლი ალთორპია. ალთორპი სპენსერების ხუთსაუკუნოვანი საოჯახო ქონებაა, რომელსაც ამჟამად დაიანას ძმა, ჩარლზ სპენსერი მართავს. მიუხედავად იმისა, რომ სახლი გაკვრით გამოჩნდა Netflix-ის The Crown-ის წინა სეზონებზე, უკვე ათეული წლებია, ის საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.როდის არის ღია ალთორპი?ალთორპს აქვს ძალიან შეზღუდული დრო მათთვის, ვისაც სურს პრინცესას ბავშვობის სახლი დაათვალიეროს. ალთორპი კარი საზოგადოებისთვის მხოლოდ ზაფხულობით, ჩვეულებრივ, ივლისსა და აგვისტოშია ღია.„ალთორპი ევროპული ავეჯის, ფერწერისა და კერამიკის ერთ-ერთი საუკეთესო კერძო კოლექციების დემონსტრირებაა. ამ ბრწყინვალე სახლის თითოეულ ოთახს (სახლში დაახლოებით 90 ოთახია) თავისი მომხიბლავი ისტორია აქვს“, - წერს დაიანას ძმა ჩარლზი.2024 წლის თარიღები ჯერ არ არის გამოცხადებული, მაგრამ სახლის ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ: „ალთორპი მოუთმენლად ელოდება სტუმრებს 2024 წლის ზაფხულშიც", რაც ცხადყოფს, რომ ისინი კვლავ აპირებენ მიიღონ დამთვალიერებლები.წესისამებრ, სახლი ღიაა შუადღიდან საღამოს 5 საათამდე ყოველ დღე, თუმცა მნახველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სახლში ბოლო შესვლა 15:30 საათზეა.ალთორპის საკარმიდამოს დასათვალიერებელი ბილეთები ხელმისაწვდომია 17,50 ფუნტიდან, ხოლო ოთახების დასათვალიერებელი ბილეთების ღირებულება 25 ფუნტიდან იწყება. სპეციალური ფასებით სარგებლობენ ბავშვები და ხანდაზმულები. დამთვალიერებლებს ადგილზე  დახვდებათ კაფე და საჩუქრების მაღაზია.გარდა იმისა, რომ ალთორპი პრინცესა დიანას ბავშვობის სახლია, ის ასევე არის მისი ბოლო განსასვენებელი ადგილი, მაგრამ მისი საფლავი ფართო საზოგადოებისთვის დახურულია.სასაფლაო მდებარეობს კუნძულზე, მრგვალი ოვალის შუაგულში და არის ცალკე მემორიალური ადგილი, სადაც მუდმივად ანთია კოცონი და სადაც მხოლოდ საპატიო სტუმრებს შეუძლიათ პატივი მიაგონ უელსის გარდაცვლილ პრინცესას.1998 წელს, დიანას ძმამ, ჩარლზ სპენსერმა პრინცესას დასაფლავებისას განაცხადა: „ჩვენ ყველა შევთანხმდით, რომ თავისი სილამაზითა და სიმშვიდით, ეს იყო დიანას ადგილი”.

gif

რჩევები 1714597198

როგორ ამოიცნოთ ადამიანი, რომელსაც ბოროტი თვალი აქვს

ზოგიერთ ადამიანს აქვს უკიდურესად ნეგატიური ენერგია და შეიძლება მოგაყენოთ ზიანი, “მოგპაროთ” იღბალი ან დეპრესიაში ჩავარდეთ მასთან დიდხანს ყოფნის შემდეგ. ჩვენ გეტყვით, როგორ ამოიცნოთ ასეთი ადამიანი.რა არის ბოროტი თვალიბოროტი თვალი არის ნეგატიური ენერგია, რომელსაც ადამიანი განზრახ ან შემთხვევით მიმართავს სხვა ადამიანისკენ. ეს შეუძლიათ არა მხოლოდ ჯადოქრებს, არამედ ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან. ასეთ ადამიანებს ზოგჯერ შური ახრჩობთ, კარგ საქმეებს არ აკეთებენ და გარშემომყოფებს მხოლოდ ცუდს უსურვებენ. ზოგჯერ ბოროტ თვალს იყენებენ საკუთარი წარუმატებლობის გასამართლებლად.როგორ მოიშოროთ ბოროტი თვალიჩვენი წინაპრების უძველესი რწმენის თანახმად, ბოროტი თვალი შეიძლება მოიშოროთ რამდენიმე გზით. სამჯერ დაიბანეთ სახე და თმაც ოდნავ დაისველეთ, რათა მთელი უარყოფითი ენერგია “ჩამოირეცხოთ”. ბოროტი თვალისგან თავის დასაცავად ადამიანები ზოგჯერ მაჯაზე წითელ ძაფს იკეთებენ ან ტანსაცმელზე ამაგრებენ ქინძისთავებს. სრულად

გოგა მესხი

ტაბლოიდი 1714597186

როგორ იგრძნო 30 წლის წინ დაკარგული მამის სიახლოვე გოგა მესხმა და რა სასწაულით გადაურჩა ის ორჯერ სიკვდილს

გოგა მესხი მაყურებელმა მუსიკალური პროექტ-კონკურსიდან გაიცნო და შეიყვარა. განსხვავებული ხმის ტემბრი და ინდივიდუალური შესრულების მანერა მას, მართლაც რომ, გამოარჩევს სხვა მომღერლებისგან. ახლახან გოგამ კლიპი გადაიღო მამუკა ჩარკვიანის უკვდავ ჰიტზე – „ჩამოთოვა ისევ“.პირად ცხოვრებაზე გოგა „თბილისელებთან“ საუბრობს.– ბევრმა არ იცის, რომ მამა აფხაზეთში დაგეღუპა. რამდენი წლის იყავი მაშინ და უმამობამ რა კვალი დატოვა შენში?– მამა გარდაიცვალა თუ არა, არ ვიცით, დაკარგულების სიაშია. მაშინ რვა წლის ვიყავი და იმ დღიდან ბიძა, მამუკა მესხი მიწევდა მამობას. ცდილობდა, არ მეგრძნო უმამობა. უმამოდ კი ვიზრდებოდი, მაგრამ არაფერი მომკლებია. რაც შეიძლებოდა, ყველაფერი მქონდა. ის დღემდე ზრუნავს ჩემზე.– მამა სიზმრად თუ მოსულა?– არა, მამა სიზმრად არასდროს მოსულა ჩემთან, მაგრამ ერთ დღეს მისი სიახლოვე ვიგრძენი. ოჯახმა ვიცით, რომ აფხაზეთიდან გამოსულია და სამეგრელო-გურიის ტერიტორიაზე, ტბასთან ქობალიას ხალხმა აიყვანა. შარშან საქმეზე მივდიოდი სამეგრელოში და ღამის ორ საათზე მომიწია იმ გზის გავლა. საჭესთან მე ვიჯექი, ჩემს ბიძაშვილს კი გვერდით ეძინა. ხიდზე რომ გადავედი, გეფიცებით, ვიგრძენი, მამა სადღაც იქ უნდა ყოფილიყო. არ ვიცი, ამას რა დავარქვა მისტიკა თუ ამოუცნობი ფაქტი და ბევრმა შესაძლოა, არც დამიჯეროს, მაგრამ ის განცდა, ახლაც მკაფიოდ მახსოვს. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ ცოცხალია-მეთქი, მაგრამ 30 წელი გავიდა და ცოცხალი რომ იყოს, აუცილებლად მოგვაკითხავდა, ჩემამდე, აუცილებლად მოვიდოდა. იმის კი მჯერა, რომ ოდესღაც, სადაც იქნება, შევხვდებით.– ბედისწერის გჯერა?– კი, მჯერა ბედისწერის და მე ბედნიერ ვარსკვლავზე რომ ვარ დაბადებული, ამისიც. ორჯერ გადავურჩი სიკვდილს და როგორ არ დავიჯერო (იცინის). ერთხელ, „ვარსკვლავების აკადემიაში“ ვიყავი, შენობა რომ ჩამოინგრა და მეორედ, სახლში რემონტის დროს, მუშის დაუდევრობით ჩამონგრეული კედლის ქვეშ მოვყევი, მძიმე ტრავმა მივიღე. ორჯერ სასწაულად გადავურჩი სიკვდილს. სასწაულად მიმართლებს, ჩემი ანგელოზი სულ ჩემთანაა.

პუშკინი

მსოფლიო 1714597170

დააკავეს ქართველები, რომლებმაც მილიონობით დოლარის ღირებულების რუსი კლასიკოსების იშვიათი წიგნები მოიპარეს - The New York Times

ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპის ბიბლიოთეკებიდან გაქრა XIX საუკუნის რუსი მწერლების, კერძოდ ალექსანდრე პუშკინის 170-ზე მეტი იშვიათი გამოცემა. The New York Times-ის (NYT) ინფორმაციით, დანაშაულში ცხრა ქართველი მონაწილეობდა.მათგან ოთხი, აპრილის ბოლოს, საქართველოში დააკავეს. თავდამსხმელები 150-ზე მეტ ეგზემპლარს ფლობდნენ. კიდევ სამი დააკავეს შემოდგომაზე საფრანგეთში, თითო-თითო ესტონეთსა და ლიტვაში. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პუბლიკაცია მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში აუქციონებზე გაიყიდა, ამიტომ სავარაუდოა, რომ ისინი აღარ დაბრუნდებიან, აღნიშნავს გამოცემა.გამოძიების მიმდინარეობას, სახელწოდებით "ოპერაცია პუშკინი", პარიზში ადევნებდნენ თვალყურს. ზოგიერთი ეჭვმიტანილი მონაწილეობდა 1820-1830-იანი წლების პუშკინის იშვიათი გამოცემების ქურდობაში. საერთო ჯამში წიგნების ღირებულება 2,6 მილიონ დოლარზე მეტია - თითოეული წიგნი ათეულობით ან ასობით ათასი დოლარი ღირს, უფრო მეტიც, საუბარია არა მხოლოდ პუშკინის, არამედ ნიკოლაი გოგოლის, ივან კრილოვის, მიხაილ ლერმონტოვის, უკრაინელი პოეტის, ტარასის შემოქმედებაზეც. ასევე ნახეთ:საქართველოში ამინდი უარესდება - სინოპტიკოსების გაფრთხილებაროგორ იმუშავებს ტრანსპორტი აღდგომის დღესასწაულზე