ანგელა მერკელი და სხვები... მსოფლიო ლიდერები, რომლებიც მძიმე დიაგნოზებს მალავდნენ

16:16 06-29-2019
4234

გერმანიის კანცლერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსოფლიო მედიისთვის №1 თემაა. გერმანიის პრეზიდენთან შეხვედრის დროს ის ცდილობდა დაემალა ტრემორი... და ეს უკანასკნელ 10 დღეში უკვე მეორედ მოხდა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ფრაუ კანცლერი დიაგნოზს მალავს, ეს კი პირველი შემთხვევა არ არის მსოფლიო ისტორიაში.

მერკელს ბოლო შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ააცახცახა. მოგვიანებით თქვა, რომ გაუწყლოება დაემართა.

ჰილარი კლინტონი აშშ-ის პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის დროს 2016 წლის სექტემბრამდე ლიდერობდა კიდეც. მაშინ მას რამდენჯერმე დაემართა შეტევა. ერთხელ გონებაც კი დაკარგა. 

ვენესუელი პრეზიდენტი უგო ჩავესი 2013 წელს კუჭის სიმსივნით გარდაიცვალა. დაავადება მას 2 წლით ადრე აღმოუჩინეს, თუმცა, ამას მკაცრად ასაიდუმლოებდნენ.

რუსეთის პირველ პრეზიდენტს, ბორის ელცინს გულზე პრობლემები ჰქონდა. ამის დამალვა მისმა გარემოცვამ ვერ შეძლო.

ფრანსუა მიტერანი საფრანგეთს 14 წელი მართავდა. ის 1981 წელს გაპრეზიდენტდა და ზუსტად ერთ წელიწადში მას პროსტატის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ეს დიაგნოზი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამჟღავნდა.

საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივანს, იური ანდროპოვს დაავადებათა მთელი კომპლექსი ჰქონდა. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული - თირკმელების პერიოდული გაჩერება. მაგრამ ეს ყველაფერი სახელმწიფო საიდუმლო იყო.

ჯონ კენედი, აშშ-ის ახალგაზრდა და სიმპათიური პრეზიდენტი ძალიან მძიმედ იყო ავად. პრობლემები ჰქონდა ზურგზე, საკვების გადამამუშავებელ სისტემასა და თირკმელებზე. ის, ფაქტობრივად, წამლებით არსებობდა.