შეფასებისა და გამოცდების ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს

09:44 06-28-2019
108

#არდაიგვიანო - ამ საინფორმაციო კამპანიით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს აბიტურიენტებს, იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები და არ დაიგვიანონ საგამოცდო ცენტრებში.

საგამოცდო ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო, რომელიც 1 საათის განმავლობაში გრძელდება.

განსაზღვრული დროს ამოწურვის შემდეგ, გამოცდაზე აპლიკანტები აღარ დაიშვებიან.

აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი;
სურვილის შემთხვევაში, გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით;
საგამოცდო ბარათი, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება აბიტურიენტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს იწყება.